გუშინ, 7 სექტემბერს, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა შედგა "სამეფო კლუბისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდასთან, ფერნანდო იეროსთან, რომელიც 2014/15 წლების სეზონში კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობდა.
თუ რა საკითხებზე ისაუბრეს მადრიდში, ამას "საბურთალოს" გენერალური დირექტორის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გავიგებთ. ფაქტია, რომ ახალგაზრდული კლუბი თვით მადრიდის "რეალთან" თანამშრომლობს, რაც სასარგებლოც არის და სასიხარულოც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"