სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ფულს ფეხბურთში დებთ თუ პიროვნებაში?

AutoSharing Option
ფოტოზე: რევაზ არველაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი
სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რევაზ არველაძის კანდიდატურას ემხრობა და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ფეხბურთში ფული ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში უნდა დააბანდოს.

"მოდით, შევხედოთ არსებულ მდგომარეობას და ყველაფერი ავწონ-დავწონოთ - რა ხდება და რისთვის? 2001 წელს დავსვი ეს კითხვა, როცა ბადრი პატარკაციშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ფსონს ერთ-ერთ კანდიდატზე დებდა. მაშინ პირდაპირ ვიკითხე - თქვენ ფულის დაბანდებას ამ პიროვნებაში აპირებთ თუ ფეხბურთში-მეთქი?

დღესაც იმავე კითხვას ვსვამ. თუ პირველი ვარიანტია, მაშინ ფული
წყალში გადაყრილი იქნება, ხოლო, თუ ფეხბურთში აპირებენ ფულის დაბანდებას, მაშინ ღმერთმა გაუმარჯოთ! ეს ღირსეული საქციელი იქნება.

მისცენ საშუალება, რომ საფეხბურთო სამყარომ საუკეთესო კანდიდატი თავად გამოავლინოს", - ამბობს მეძმარიაშვილი და არ მალავს, რომ არველაძის გამარჯვება სურს:

"დღეისთვის, ის უფრო მისაღებ კანდიდატად მიმაჩნია. რატომ? იმიტომ, რომ ფეხბურთის ფედერაცია არის სახელმწიფო სახელმწიფოში და მისი მართვა ძალიან რთულია, თან - საქართველოში. ჩვენთან ხომ პოლიტიკის შემდეგ ყველაზე მთავარი საკითხი ფეხბურთია.

მიმაჩნია, რომ როცა ადამიანი უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მიდის, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მმართველობის გამოცდილება და უნარები. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კი ეს გამოცდილება ორმაგად ესაჭიროება. გამოცდილება, კავშირები ფიფასა და უეფაში, არსებული ვითარების კარგი ცოდნა - ეს ყველაფერი არველაძეს გააჩნია.

ეს ჩემთვის გადამწყვეტი უპირატესობაა და სხვა პატივცემულ კანდიდატებს ვამჯობინებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
კი არველაძეს მაგარი გამოცდილება აქვს ფულის შეტეხვაში! და ამის აზრი ვის აინტერესებს.....
mebo
13:25 09-09-2015
0
მაგარი დომხალია დღეს ქართულ ფეხბურთში და ყველაზე ცუდი ის არის რომ არველაძე თავს უფლებას აძლევს მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.
ლაშა
13:41 09-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული