"მადრიდში ყოფნისას, ფერნანდო იეროსთან შეხვედრის საშუალება მომეცა. ახლა ის "სამეფო კლუბში" აღარ მუშაობს, რადგან კარლო ანჩელოტის დარჩენის მომხრე იყო და კლუბი იტალიელთან ერთად დატოვა.
მაგრამ ამ შეხვედრით მაინც მოხარული ვარ. შევთანხმდით, რომ "საბურთალოს" მოწვევით საქართველოში ან ოქტომბრის ბოლოს, "საბურთალო"-"მიდტიულანდის" შეხვედრაზე ჩამოვა, ან ნოემბრის დასაწყისში. მას ძალიან დიდი კავშირები აქვს და გვითხრა კიდეც - რაშიც დაგჭირდებით, დაგეხმარებითო.
ძალიან უშუალო და გულიანი მოსაუბრე ყოფილა. მიმაჩნია,
საინტერესოა, რომ იეროს ბიზნესი აქვს წამოწყებული და ქართველი პარტნიორიც ჰყოლია:
"ბიზნესში მისი პარტნიორი ქართველია და ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ კაცის ორგანიზებული გახლდათ. სხვათა შორის, გამიკვირდა, რომ იერო საქართველოს საკმაოდ კარგად იცნობდა - გაიხსენა ტაბიძის ჩასვლა, კობიაშვილი, კალაძე, არველაძე", - ამბობს ჭუმბურიძე.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო იერო 14 წლის (1989-2003) განმავლობაში იყო მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი, ბოლო წლებში კი - მისი კაპიტანიც. ამ გუნდის მაისურით მან 439 მატჩი ჩაატარა და ცენტრალური მცველის კვალობაზე, ძალზე ბევრიც გაიტანა - 102 გოლი, ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 89 შეხვედრაში კი თავი 29-ჯერ გამოიჩინა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"