ვინ არის დამნაშავე? როცა გაზეთი და ჟურნალისტი დაბალი ღობე ჰგონიათ...

AutoSharing Option
ფოტოზე: რევაზ ძოძუაშვილი, დევი დობორჯგინიძე (ახლო ხედით), მურთაზ ხურცილავა
შაბათს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ფეხბურთის ვეტერანთა თავყრილობა იყო. საუბრის მთავარი თემა - ის მწვავე განცხადებები, რომელიც "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ გააკეთა აღმასკომის წევრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ჩივაძის მისამართით.


სხდომას ვეტერანთა მოზრდილი ნაწილი დაესწრო. ყველას ვერ ჩამოვთვლით, მხოლოდ რამდენიმეს გამოვარჩევთ - მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, ვაჟა ჟვანია, გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძე, ძველი და ახალი
თაობის სხვა ვეტერანები...

თავდაპირველად, ილაპარაკეს ჟვანიამ, ხურცილავამ და ძოძუაშვილმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ კოკაიას მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც მან ალექსანდრე ჩივაძეს "იუდა" და "გამყიდველი" უწოდა, იყო მთლიანად ქართული ფეხბურთისა და იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა და სახელი გაუთქვა ჩვენს ფეხბურთს მსოფლიოს მასშტაბით.

აქვე, გაიჟღერა ინიციატივამ, რომლის მიხედვითაც ილია კოკაია უნდა მოიკვეთოს ქართული ფეხბურთიდან...

ამის შემდეგ, სიტყვა აიღო სტაჟიანმა გულშემატკივარმა დევი დობორჯგინიძემ, რომელმაც თავიდანვე ჟურნალისტების კრიტიკით დაიწყო, მერე კი "ლელოსაც" მოსდგა...

თურმე, არ უნდა დაგვებეჭდა ილია კოკაიას სიტყვები... თურმე, ჩვენი გაზეთი არის მხარე... თურმე არ უნდა ეკადრა ის, რაც დაიწერა...

რა თქმა უნდა, ამ სტრიქონების ავტორს, როგორც "ლელოს" კორესპონდენტს, ყოველივე ამაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთისა და ჟურნალისტის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებაზე დარბაზში მყოფთა უმრავლესობას რეაქცია არ ჰქონია - დიახ, უმრავლესობას და არა - ყველას.

ის კი არა, ბევრს "გაუკვირდა" კიდეც და ხმამაღალი რეპლიკები მესროლა - როგორ ბედავ, ხმას როგორ იღებო?!

და მას შემდეგ, რაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დავტოვე და აღელვებულს რამდენიმე ჩემი კოლეგა გამომყვა, მათ მიაძახეს - ამ ტიპს სად მიჰყვებით, რას აკეთებთო?!

არადა, დევი დობორჯგინიძემ, რბილად რომ ვთქვათ, ყველა ნორმას გადააჭარბა - "შენ საერთოდ ვინ ხარ, ორი წიგნი წაიკითხე და ისე მელაპარაკეო" და სხვა ამგვარები...

ფაქტი, თავისთავად, ცუდია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ქართულ ფეხბურთში ზოგიერთებს გაზეთიცა და ჟურნალისტიც უმდაბლეს ღობედ მიაჩნიათ (სამწუხაროდ!).

ერთიც: გასაგებია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები კარს გვადგას, მაგრამ საარჩევნო მარათონსაც აქვს თავისი წესები, სადაც ყველაფერი დაშვებული არ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
სანამ ეგ ვეტერანები (და არველაძეები თავისთავად) არ მოცილდებიან ქართულ ფეხბურთს, ამანმდე არაფერი გვეშველება ჩვენ.
Raul
13:41 22-09-2015
0
ზუსტად თქვენი ბრალია, ჟურნალისტების, რომ ეს ვაი საქმოსნები და ქართული ფეხბურთის სისხლისმწოველი ვეტერანები ასეთ დღეში არიან!
ზუსტად თქვენი ბრალია, რომ ერთელ არ კითხეთ ხურცილავას, რატომ არ მაშინ არ ფიქრობდა 16 გუნდიან ჩემპიონატზე და ფეხბურთის მასობრიობაზე, მუხიანში საფეხბურთო სკოლის მაგივრად ბაზრობა რომ ააშენა სახელმწიფოსგან ნაჩუქარ მიწის ნაკვეთზე!
Raul
13:39 22-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული