სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: კანდიდატები ტელედებატებს დათანხმდნენ

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე (3 ოქტომბერი) ბევრი აღარაფერი დარჩა. ცხადია, ამ მოვლენის მიმართ დიდი ინტერესია, თან ისეთი ბეჭდური და ელექტრონული მედიის მხრიდანაც კი, ქართულ ფეხბურთს მცირე დოზით რომ აშუქებდნენ...

ამის ფონზე, ცხადია, განზე ვერ დარჩებოდნენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ფეხბურთის ორომტრიალში.

აგერ, შევიტყვეთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში, რომელიც 28 სექტემბერს გავა ეთერში, მონაწილეობა სამივე კანდიდატს შესთავაზეს - რევაზ არველაძეს, მამუკა კვარაცხელიასა და ლევან კობიაშვილს. ისინი თავიანთ პროგრამებს წარადგენენ.

ტელედებატები ცივილიზებულ ქვეყნებში აპრობირებული ფორმატია და, ცხადია, წარმოდგენას
შევიქმნით, ვისი პროგრამაა მისაღები და ვისი - მიუღებელი.

ტელედებატებს გეგმავს ტელეკომპანია GDS-ც. გადაცემა "2030-ის" წამყვანმა მაკა ცინცაძემ სამივე საპრეზიდენტო კანდიდატისგან მიიღო თანხმობა, რომ გადაცემაში ცალ-ცალკე ესტუმრებიან, თავიანთ პროგრამებსა და საარჩევნო პროცესზე ილაპარაკებენ, ხოლო შემდეგ პირდაპირ ეთერში დებატებსაც გამართავენ. ტელეკომპანიამ ამაზეც სამივე კანდიდატისგან მიიღო თანხმობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობი საქართველოს ფავორიტია,იმ ხალხის ფავორიტი ვისაც ქართული ფეხბურთის პრობლემა აწუხებს!!!!
Bacho
23:47 21-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული