სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: რაჭაშიც პროტესტია!

AutoSharing Option
გუშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში შევიდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის 4 წევრის - პორფირე კოპალიანის, დავით ქემოკლიძის, რომან კირვალიძისა და ზურაბ ლიპარტელიანის წერილი.

ამ რეგიონული ფედერაციის აღმასკომში 7 წევრია და თუ მის სხდომას ნახევარზე მეტი არ ესწრება, წესდების თანახმად, აღმასკომს საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვს.

ზემო ხსენებული ოთხეულის მტკიცებით, სწორედ ასე მოხდა და ამიტომ, სფფ-ის ყრილობაზე რეგიონული ფედერაციას დელეგატად გია გილიგაშვილის წარდგენა გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური წერილი მანამდე სფფ-ის აღმასკომში გურიის რეგიონული ფედერაციის აღმასკომის 4-მა
წევრმა გაგზავნა. საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის 2015 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი გააუქმა, ყრილობაზე გურიის დელეგატად გოჩა ტყებუჩავა რომ დაამტკიცეს.

ვნახოთ, რა მოხდება რაჭველების პროტესტის შემთხვევაში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ბარდაგია ფედერაციაში,როდის მოეგება ამას ბოლო
Unknown
11:56 23-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული