საფეხბურთო ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობნენ ფონდის დამფუძნებლები - რევაზ და არჩილ არველაძეები, აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია, ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე და პროექტის ინსტრუქტორი გოჩა ტყებუჩავა.
პანკისის ხეობაში პროექტი ხორციელდება საქართველოს
ფესტივალის გახსნას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი დაესწრო. ფესტივალი სოფელ ომალოში გაიმართა და ზემოთ ნახსენები 4 სოფლის გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული ომალოს გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ჯოყოლოელები 2:0 დაამარცხა.
"საფეხბურთო თერაპიის" ფარგლებში, მიმდინარე წელს ფონდმა უკვე 20 საფეხბურთო სკოლა დააფუძნა. მთელი წლის განმავლობაში, შიდა ქართლისა და პანკისის ხეობის სოფლებში მაცხოვრებელი 400-მდე ბავშვი, კვირაში სამი დღე, სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს.
"ჩვენ კარგად ვიცით, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა პრობლემებია, მით უფრო - პანკისის ხეობაში. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ეს რეგიონი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა - სპორტისა და ფეხბურთის განვითარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. აქედანაც გამომდინარეობდა ფონდის სურვილი, რომ ამ ხალხს გვერდით დავდგომოდით და ახალგაზრდობისთვის ფეხბურთში ჩართვისა და სოციალური აქტივობის საშუალება მიგვეცა.
გვერდში დაგვიდგა ავსტრიის სპორტის სამინისტრო და იმედია, ერთი წლის შემდეგ პროექტს ისევ გავაგრძელებთ. პანკისის ხეობაში უნდა დაინახონ, რომ მათ საქართველოში ისეთივე პერსპექტივა აქვთ, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს. რეალურად, აქ იმდენად ფეხბურთზეც არ არის ლაპარაკი. მაგრამ რაც ვნახეთ, ნიჭიერი ბავშვები არიან.
ბედნიერები ვიქნებით, დიდ ფეხბურთს ერთი მათგანი მაინც თუ ითამაშებს", - ამბობს არჩილ არველაძე.
ფოტოები ძმები არველაძეების ფონდის ფეისბუქის გვერდიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"