"ყოველდღე სიურპრიზს გვთავაზობს ეს "დაღმასკომი". მგონი, დაავიწყდათ, სად არიან და რა უნდათ. ფედერაციაში დასარჩენად რას არ კადრულობენ... საკუთარ იურისტს, კესო ჩხიკვაძესაც აღარ ენდობიან და აღმასკომის სხდომებს არ ასწრებენ! ტრიბუნალის ხელმძღვანელი ზურაბ ბიწაძე კი სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის გაათავისუფლეს. ეს ყველაფერი რომ გადაიღო, მაგარი კომედია გამოვა", - ამბობს კვარაცხელია.
მან საინტერესო ამბავი გაამხილა:
"ფედერაცია ეთიკის
ქართულ ფეხბურთში სხვა ვერ ნახეთ?! სიჭინავა არ იყო, რომ გაჰკიოდა, ახალკაცის გამო 18 მილიონი ლარის დავალიანება დამხვდაო?! რატომ შეიცვალეს დამოკიდებულება და რა იმალება ამაში? ახალკაცმა დღევანდელი ფედერაციის ხელმძღვანელებზე რამე ხომ არ იცის"?
კვარაცხელიამ კომენტარი "ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთაზეც გააკეთა:
"ბატონი საშა ღირსეულად მოიქცა და კოკაიას წინააღმდეგ ხმა არ მიუცია, "დაღმასკომმა" კი ამხელა ინვესტორი მოკვეთა! მალე დაღმასკომელები ფედერაციის შენობაში მარტო დარჩებიან და დარბაზის ანდაც ოთახის ფეხბურთს ითამაშებენ.
ბატონ ილიას კი მივმართავ - 4 ოქტომბერს ოფიციალურად აღგიდგებათ ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობის მანდატი, ჩივაძესთან კი ურთიერთობა თავად გაარკვიეთ".
სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბოლოს 11 ფურცელი გვაჩვენა, სადაც ფედერაციისა და აღმასკომის ამდენივე დარღვევა-დანაშაული იყო ჩამოწერილი, ფურცლების მეორე მხარეს კი - "გადადექით!".
ბოლოს კვარაცხელიამ ფედერაციის უფროსობას წითელი ბარათიც აუფრიალა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"