სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: რომან ფიფია ბოიკოტით იმუქრება

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და გურიის დელეგატებს ხმის მიცემის უფლება შეუნარჩუნდებათ, საფეხბურთო კლუბები არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განუცხადა.

"ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება და ჩვენ ამ უკანონობაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ", - აღნიშნა რომან ფიფიამ.

რაჭა-ლეჩხუმის ფეხბურთის ფედერაციისა და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა დღევანდელ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დელეგატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების გაუქმების გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო
სპორტული ტრიბუნალის ყოფილმა ხელმძღვანელმა და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ბათილად არის ცნობილი.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული