სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა.

წინასწარ განსაზღვრული დროით საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, დღეს, 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე დელეგატების და კანიდატების იმ დარბაზში შეშვებაც არ დაწყებულა, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს.


დარბაზში ამ დრომდე იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი კი სხვა დარბაზში სავარაუდოდ, რევაზ არველაძეს ხვდება. თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა ამ დრომდე
ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. დღეს ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს. გავიგეთ ეს რომ ჩივაძე ასრულებს მოვალეობას
bacho
18:43 03-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული