როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , აქციის მონაწილეები, არჩევნებზე კობიაშვილის მხარდასაჭერად რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. მათ აქვთ პლაკატები - "კობი, დავიბრუნოთ ფეხბურთი", "კობი პრეზიდენტად", "ეს ჩვენი ბრძოლაა", "გულშემატკივრები ვირჩევთ კობის", "არა არველაძეს"...
აქციის მონაწილეებს მეგაფონით მიმართა "საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცობეხიამ.
"უნდა დამთავრდეს მახინჯი კლანური მმართველობა, ქართულ ფეხბურთს არველაძის გარეშე გაუმარჯოს. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, არ დავიშლოთ, სანამ ფეხბურთის გულშემატკივრების
ცობეხია გამოეხმაურა რეზი არველაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუკი ყრილობის ერთ-ერთ დელეგატს, გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ, ის არჩევნებში მონაწილეებს არ მიიღებს, ცობეხიას განმარტებით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რადგან არველაძეს გობეჯიშვილის ხმა დააკლდება.
აქციის მონაწილეებისგან ისმის შეძახილები - "ქართული ფეხბურთი არველაძეების გარეშე" და "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს კობიაშვილთან ერთად".
ამ დროისთვის მიმდინარე აქციაზე რაიმე ინციდენტს ადგილი არ ქონია. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნთან" მობილიზებულია პოლიცია.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით