მისი თქმით, დარეგისტრირებულია უკვე 18 დელეგატი, რაც ქვორუმისთვის საკმარისია, თუმცა ყრილობა მაინც არ იწყება.
"ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან. დარბაზში ყავთ გამოკეტილი ხალხი და არ უშვებენ. ქვორუმისთვის საჭირო ხმები უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა ყრილობა მაინც ვერ იწყება", - განაცხადა კობიშვილმა.
კობიაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-თა შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო ყრილობის
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
დღეს ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით