13:33 03-10-2015
შელაპარაკება შოთა არველაძესა და "ჰოლიდეი ინნ"-თან შეკრებილებს შორის [VIDEO]
AutoSharing Option
არველაძე სასტუმროს შენობიდან ცოტა ხნით გავიდა ჟურნალისტებთან გასაუბრების მიზნით, თუმცა იგი პოლემიკაში შევიდა აქციის მონაწილეებთან.
არველაძემ ორგანიზაცია "სპორტის საზოგადოების" წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას მართავენ, მიმართა შეკითხვით: ვის დავალებებს ასრულებენ. ასევე, მან მცირე კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ "რატომ დააკავეს ერთი დელეგატი, რატომ მოხსნეს 10 დელეგატი და რატომ ჩაჩეხეს ყველა; ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ", - მიმართა არველაძემ მედიის წარმომადგენლებს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას გამოეხმაურა და უთხრა, რომ "როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".
შოთა არველაძემ რამდენიმე წუთიანი პოლემიკის შემდეგ აქციის ტერიტორიიდან კვლავ სასტუმროს შენობაში გადაინაცვლა. რაიმე ინციდენტს მიმდინარე აქციაზე ამ დრომდე ადგილი არ ქონია, ძირითადად არველაძისა და ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთთან მცირე სიტყვიერ პოლემიკაში შედიან.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
უკვე კომენტარების გაკეთებაც კი გვეშინია (
0
0
არსებობს კიდე ისეთი არაცივილიზებული მხარებიი საქართველოში საიდანაც ეს ხალხი ყავთ ჩამოყვანილიი?შოთას რო კაცი იუუ ყვირილს დაუწყებს იმას ან ფეხბურთის რა ესმის და ან საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული