სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: "ჰოლიდეი ინნ"-ში ყვირილი და ხმაური ისმის

AutoSharing Option
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში იმ დარბაზიდან, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს, ცოტა ხნის წინ ყვირილი და ხმაური ისმოდა.


ამ დროს დარბაზში, ლევან კობიაშვილის მხარდამჭერებთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შოთა არველაძე და ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დარბაზიდან ერთ-ერთი პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობია, გაბრაზებული გამოვარდა და სასტუმრო დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არც შოთა არველაძემ გააკეთა.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული