მისი თქმით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაკავება დღეს დილით უნდა მომხდარიყო, ამიტომ გუშინ საღამოს აპირებდა დარჩენას სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში და სადარბაზოდან გამოსვლისას დააკავეს.
"დამაკავეს სადარბაზოში, როდესაც მივდიოდი "ჰოლიდეი ინნ"-ში დასარჩენად და მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი დაკავების ოპერაცია უნდა მომხდარიყო დღეს დილით. გადავწყვიტე, ღამე დავრჩენილიყავი სასტუმროში და არჩევნებზე დილით პირდაპირ ჩამოვსულიყავი.
ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ყველას
მისივე თქმით, ბევრი ადამიანი ეცადა, რომ მას პოზიცია შეეცვალა და რეზი არველაძისთვის მხარი აღარ დაეჭირა, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.
მისივე თქმით, ასეთი ზეწოლა პოლიციაში არ ყოფილა.
გეგა გობეჯიშვილი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით გუშინ, 2 ოქტომბერს დააკავეს, დღეს კი სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
რეზი არველაძისთვის