უმაღლესი ლიგა. VII ტური: თბილისის "დინამომ" მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
3 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VII ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა, რომელიც წინა ტურში, გორის "დილასთან" წაგების გამო დათმო. ამ დროისთვის ცხრილში მეორე და მესამე ადგილებს 16-16 ქულით "სამტრედია" და გორის "დილა" იკავებენ.

რაც შეეხება "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრას, მატჩის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

მანამდე გამართულ მატჩებში, "სამტრედიამ" შინ გორის "დილას"
ანგარიშით 5:0 მოუგო. "ცხინვალმა" ფოთის "კოლხეთს" სძლია - 5:1, ხოლო თერჯოლის "საპოვნელამ" თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა - 2:1.

ტურის დანარჩენი შეხვედრები 4 ოქტომბერს გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. VII ტური
04.10. ივანწმინდა. 15:00
ჩიხურა-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: ოთარ კუსიანი (ჩიხურა) - ირაკლი კლიმიაშვილი, ოთარ კვერნაძე (ორივე - ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
10: +2 =5 -3, 9-12

04.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
შუქურა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

04.10. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 15:00
გურია-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: თორნიკე მოსიაშვილი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =0 -2, 7:4

04.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 15:00
სიონი-მერანი
ურთიერთშეხვედრები
10: +5 =1 -4, 10-11

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. VII ტური: გორის "დილა" სამტრედიაში განადგურდა - 0:5!
მკითხველის კომენტარები / 2 /
წინა ორი მიმოხილვა სამტრედია გამოტოვეთ, ახლა ვეღარ გამოტოვებთ :)
ილორელი
11:34 05-10-2015
0
დინამოსაც მოუწევს სამტრედიაში მრავალი ბურთის კარებიდან გამოტანა.
ჯერ შუქურაა ქონულეთში მისახედი :)
კახა
12:39 04-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული