სფფ-ის პრეზიდენტს 33 დელეგატი აირჩევს, პროცედურა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდადატებისთვის საარჩევნო ყრილობაზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

არჩევნებში მონაწილეობას იღებს 33 დელეგატი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კანდიდატი მოაგროვებს ხმათა 50%+1 რაოდენობას, ანუ მინიმუმ 17 ხმას გამარჯვებული პირველივე ტურიში გამოვლინდება, ხოლო თუ 17 ხმას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, ამ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს, ხოლო მესამე გამოეთიშება.

არჩევნები ფარული კენჭისყრით მიმდინარეობს და მის შედეგებს ხმის დამთლელი კომისია გამოავლენს.


მანამდე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის
რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტებს, შესაბამისად, გია შარაბიძესა და კახა ებრალიძეს, ხმის უფლება ჩამოერთვათ. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სფფ-ს საარჩევნო ყრილობაზე იქნა მიღებული.

33 დელეგატიდან 17-მა დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ პირებს არ აღუდგეთ ხმის მიცემის უფლება, ხოლო 15 წინააღმდეგ წავიდა. ერთი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი. თავდაპირველად აღნიშნული ფედერაციების პრეზიდენტების ჩათვლით 35 დელეგატი იყო.

სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობის ვულოცავ მთელი გულით გამარჯვებას,და ვუსურვებ წარმატებულ მმართველობას,ყოფილიყოს ისეტი წარმატებული და სახელოვანი ამ სფეროში როგორიც იყო თავის საფეხბურთო კარიერაში,და ყვარებოდეს ერს და ბერს.აქვე მინდა პატარა გადახვევა გავაკეთო კობიმ გაიმარჯვად და მანტიორს "კალაძეს" რატო ულოცავდნენ ასე მხურვალედ ვერ ვიგებ.
gori
09:56 04-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული