ლევან კობიაშვილი: ეს ჩემი კი არა, ფეხბურთის გამარჯვებაა

AutoSharing Option
ეს ჩემი კი არა, ფეხბურთის გამარჯვებაა, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამარჯვების შემდეგ გულშემატკივართან გამოსვლის დროს განაცხადა.

კობიაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ემოციური დღეა.

ლევან კობიაშვილი გულშემატკივრებს შეხვდა, მცირე ხნით გაესაუბრა და შემდეგ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ის მეორე სართულზე აბრუნდა. მისი გულშემატკივრები ამ დრომდე რჩებიან სასტუმროს ფოიეში და კობიაშვილს გამარჯვებას ოვაციებით ულოცავენ.

3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გამართულ ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან ფარული კენჭისყრით 18-მა ხმა ლევან
კობიაშვილს
მისცა. 15-მა - რევაზ არველაძეს, ხოლო მამუკა კვარაცხელიას - არცერთი.

ამრიგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერავიას 4 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველა ვარიანტში ასე უნდა მომხდარიყო, კარგი პიროვნებაა კობი, მაგრამ დამოუკიდებლობა გაუჭირდება, მთავარია წურბელები უნდა შეამციროს და რეალურად ფეხბურთი გაკეთდეს, იმედია ფედერაციის (ფეხბურთის) თანხები არ მოხმარდება საფეხბურთო კლუბებში დასაქმებულ N რაოდენობის ყარაულებისა და დამლაგებლების ხელფასებს, რომლებიც რეალურად პარტიული აქტივისტები არიან და უმაღლესი ლიგის ფეხბურთელების ტოლი ხლფასები აქვთ.
სხვა ვარიანტი იქნებოდა კატასტროფა, არველაძეებს ვგულისხმობ, მაგათ ნამეტანი მოუვიდათ უკვე და თავს ვეგარ თოკავენ.უბრალოდ ფედერაციის პრეზიდენტი რომ გეყოლება აფხაზეთის დედაქალაქად სოხუმის მოტრფიალე, თან დომენტი, და მის კვალ დაკვალ, უფრო სწორად მასზე ამოფარებული მოდიხარ ფედერაციაში ამდენი ხანია და დღეს კიდე პრეზიდენტობა გინდა, უნამუსა ხარ მეასე ხარისხში.
koba
05 ოქტომბერი 2015 15:58
0
ზოგიერტები ბოგმიტ გასივდნენ არჩევნები რომ ცააგეს, კართული ფეხბურთის მომავალი სულ ფეხზე არ კიდიატ
Unknown
04 ოქტომბერი 2015 19:50
0
სამართლიანად მოიგო კობიმ და ვისაც არ მოწონს ცივი წყალი დალიოს ისედაც იგებდა დაასედაც ხოლო რაც აღმასკომმა და არველაძემ ჩაიდინეს წინა ღამეს ეს არავის დაავიწყდება თუ როგორ აპირებდენ ხმების თავის სასარგებლოდ მოგროვებას უსამართლობაზე ვინც საუბრობს იმან სულ მცირე წესდება უნდა წაიკითხოს ფედერაციის და მერე ილაპარაკოს ვინრას და როგორ აკეთებდა კანონიერად და სამართლიანად.ეგ კიარა სურკისი გადარიეს ამ აღმასკომის წევრებმა ქვისხანაშია ჩარჩენილი ხალხი საერთოდ რაზეა საუბარი არმეგონა თუ მოიგებდა ლევანი საერთოდ ისეთ უზნეობას და უკანონობას ქონდა ფედერაციაში ადგილი.სანამ სურკისმა არ გაუშვა მთელი ფედერაცია და მისი აღმასკომი ცოტა მოშორბით მანამდე კი მოქმედებდენ როგორც არველაძეს და მის მეხოტბეებს სურდათ.
qutaiseli
04 ოქტომბერი 2015 16:42
0
ზოგიერთის კომენტარებში კეთილი სურვილებია გამოთქმული, კობის უსურვებენ ფეხბურთს მიხედეო. ნუთუ ეს ხალხი მართლა ასეთი გულუბრყვილოა? ქვეყანაში სადაც ყველაფერი დანგრეულია, ყველაფერი მოშლილია, მათ შორის მორალი, ზნეობა და ღირსება მიწასთანაა გასწორებული, სადაც მასწავლებელს 200-400 ლარი აქვს ხელფასი და კიდევ ათასი სხვა, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებაზე ფიქრი?
shoda
04 ოქტომბერი 2015 16:07
0
კობის ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთი ერგო, ფედერაცია გასაცმენდია, ბევრი მუკთახორაა მანდედან მოსაცილებელი იმედია კობი გირსეულ ხალხს დაიკენებს გვერდით და ნელ ნელა პოზიტივიც გამოჩნდება
Unknown
04 ოქტომბერი 2015 13:10
0
გამარჯვებამდე შორია მთავარია ეხლა ტოტალიზატორიდან შეყვანილი ხალხი მოაშოროს
guja
04 ოქტომბერი 2015 12:32
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ასეთ ძნელ საქმეში, რომელის ათწლეულების განმავლობაში არეული და გაძარცვული იყო,წარმატებებს გისურვებთ.
1952
04 ოქტომბერი 2015 12:04
0
მთავარია ეს "სბროდი" მოაშოროს წურბელების. გამოჩნდა რომ რეზი ყველაზე პოზიტიური ტიპია იმათში ვინც ფედერაციაშია მოკალათებული. წარმატებები კობის!
Vakho
04 ოქტომბერი 2015 11:25
0
მანდამაინც პრეზიდენტად უნდა აერჩიათ რომ რამე გააკეთოს გაეხსნა ბავშვთა კლუბი და ვნახავდით რისი გამკეთებელი არის თუ ივარგებდა მერე აერჩიათ ვინ იქნებოდა წინააღმდეგი
ზზზ45
04 ოქტომბერი 2015 11:05
0
მაგრად გამიხარდა ეს ამბავი, რომ გავიგე და დარწმუნებული ვარ ქართული ფეხბურთი წინ წავა როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო, წარმატებები კობი და იმედია როგორი ფეხბურთელიც იყავი ისეთივე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნები :)
ნიკა
04 ოქტომბერი 2015 08:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული