ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ახალ თანამდებობაზე მუშაობა დღეს დაიწყო.

კობიაშვილი სფფ-ში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღეს პირველად მივიდა.

როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეხვდება ყველა თანამშრომელს.

"უნდა შევხვდე ყველა თანამშრომელს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ და 21-წლამდელთა ნაკრებს აქვთ თამაშები. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია საორგანიზაციო კუთხით და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას.

ეს დღე არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის არის ბედნიერი დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტი.

ძალიან ბევრი ადამიანია ფედერაციაში, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და არიან პროფესიონალები.

მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა. შევისწავლი ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს და გავეცნობი", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა პროფესიონალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა, გააგრძელებს მუშაობას სფფ-ში. რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ჯერ აღმასკომის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ საკითხებზე სამომავლოდ ისაუბრებს.

მისივე თქმით, სამუშაო ოთახში რაიმე ცვლილებებს არ აპირებს, რადგან ყველა პირობაა სამუშაოდ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები ლევან, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ ჰგონია, რომ ქართული ფეხბურთისთვის არის ზეიმი მისი მოსვლა ფედერაციაში. მიდი იმუშავე მიაღწიე წარმატებას და მაგას ჩვენ გადავწყვეტთ არის თუ არა შენი გამარჯვება ქართული ფეხბურთის გამარჯვება და შენი სამსახურში მისვლის პირველი დღე ქართული ფეხბურთისთვის დღესასწაული :) გულით გისურვებ წარმატებას !
Shalva
05 ოქტომბერი 2015 20:29
0
ნარკომანები და მუქთახორები გაყარე ფედერაციიდან.
nikolozi
05 ოქტომბერი 2015 18:12
0
წარმატებები
Unknown
05 ოქტომბერი 2015 14:53
0
წარმატებები ლევან
emo.miqadze
05 ოქტომბერი 2015 14:42
0
გილოცავ ლევან
emzari miqadze
05 ოქტომბერი 2015 14:39
0
ისე სიამოვნებით ვიმუშავებდი ფედერაციაში, ისე ვაკანსიები არ არის ხოლმე?
ლაშა
05 ოქტომბერი 2015 13:48
0
ვულოცავ ლევანს, მას აქვს წარმატებული ადამიანისათვის აუცილებელი ორი თვისება: თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა. იმედია მისი ხელმძღვანელობით მრავალ ბედნიერ წუთებს მოგვანიჭებენ ჩვენი ფეხბურთელები.
პენსიონერი
05 ოქტომბერი 2015 12:45
0
წარმატებებს გისურვებ,იქნებ რაღაცა შეიცვალოს რავი ვნახოთ.
dato
05 ოქტომბერი 2015 12:33
0
წარმატებები ლევან, ღმერთი იყოს შენი მფარველი ამ დიდი და რთულ გზაზე. ჩვენ გვჯერა შენი და რაც მთავარია იმედი გვაქვს რო ყველაფერი გამოსწორდება და საქართველოში ფხბურთი იქნება წარმატებული და დაფასებული. З.ს. კოკაია დააბრუნე(მართალია არ მევასება) ქართულ ფეხბურთში ერთ კონკურენტულ გუნდს დააყენებს რაც ჩემპიონატის დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს.!!!
ლაშა
05 ოქტომბერი 2015 11:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული