"კობიაშვილის პრეზიდენტად არჩევით ძალიან გახარებული ვარ, რადგან ეს არის პრინციპული ადამიანი და რეფორმების გატარებას აპირებს. ლევანმა არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდური მუშაობისა და სისტემის შეცვლის მომხრეა.
ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობიდან მხოლოდ ასე თუ გამოვა. დაახლოებით ვიცი, მას ეს როგორ წარმოუდგენია: სტრუქტურაში ყველა ადამიანსა და რგოლს თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს და გამართულად მუშაობდეს, პრეზიდენტმა და აღმასკომმა კი სწორად უნდა მართონ პროცესები.
სამწუხაროდ, რასაც აქამდე აღმასკომი აკეთებდა,
თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამ "ლელოს" გაუმხილა, რომ იცის ორი ბიზნესჯგუფი, რომელიც უკვე მზადაა, საკლუბო ფეხბურთში შემოვიდეს და თანხა დააბანდოს. ჭუმბურიძეს სჯერა, რომ ეს ლოგიკურია:
"არა მხოლოდ ორი ჯგუფი, გაცილებით მეტი დაინტერესდება ფეხბურთით, რადგან კობიაშვილის არჩევა სიახლეებისა და რეფორმის წინაპირობაა, ბიზნესს კი ჯანსაღი გარემო აინტერესებს. ამიტომ მჯერა, რომ ფეხბურთში ფულს კიდევ ბევრი ადამიანი ჩადებს".
ზოგადად, რა გავლენას მოახდენს ქართული ფეხბურთის მომავალზე 3 ოქტომბრის შედეგები? ჭუმბურიძეს ეს კითხვაც დავუსვით:
"ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენი და ნებისმიერი სხვა კლუბის მომავალზე. იმიტომ, რომ ბიზნესს ფეხბურთში მოსვლის მეტი ხალისი ექნება და ეს სახეობა ასე თუ განვითარდება.
კობიაშვილის პროგრამაში ინვესტორების მოზიდვის კონკრეტული გზებია წარმოდგენილი. აქამდე კი, კარგად ხედავდით, რომ ბიზნესმენები გარბოდნენ, არადა, მათ თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ.
იმედია, ახლა ასეც მოხდება, ფედერაცია იმუშავებს სახელმწიფოსთან, სპორტის სამინისტროსთან და კანონმდებლებთან ერთად და გამოსავალს საერთო ძალებით ვიპოვით".
"საბურთალოს" გენერალური დირექტორი ყურადღებას არჩევნების ბოლოს მომხდარ ამბავზე ამახვილებს:
"ქართულ საფეხბურთო ოჯახს გამთლიანება ნამდვილად წაადგება. ამის წინა პირობა უნდა გახდეს ის ფაქტი, რომელიც "ჰოლიდეი ინში" მოხდა - როცა არჩევნების შედეგის გამოცხადებისთანავე, გამარჯვებული კობიაშვილი და დამარცხებული არველაძე ერთმანეთს გადაეხვივნენ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი.
გასაგებია, რომ არჩევნები დაძაბული იყო და ემოციები ჭარბობდა, მაგრამ მე მოწინააღმდეგე ბანაკებში მტრებს ვერ ვხედავ. კობიაშვილიც ამას აცხადებდა, რომ სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ და ქართული ფეხბურთის განვითარებას განსხვავებულად ხედავდა. კამათი ამაზე გვქონდა, არჩევანი კი ამომრჩეველმა გააკეთა.
თუმცა, ვისაც ქართული ფეხბურთის სამსახური შეუძლია, მომავალში ყველა უნდა გაერთიანდეს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"