ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის ყრილობის შემდეგ ლოგიკური იყო, რომ ცვლილება ვეტერან ფეხბურთელთა კავშირშიც მომხდარიყო.

გადაწყვეტილია, რომ ამ გაერთიანებას ვახტანგ ქორიძე უხელმძღვანელებს - თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და საფეხბურთო წრეებში ფრიად პატივსაცემი პიროვნება. ის პოსტზე ვაჟა ჟვანიას ნაცვლად აირჩიეს. ამ უკანასკნელმა გადადგომა ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის შემდეგ, რამდენიმე დღეში გადაწყვიტა.

"ყრილობიდან ორიოდე დღეში შევიტყვეთ, რომ ჟვანია გადადგომას აპირებდა. 40-მდე ვეტერანი ფეხბურთელი შევიკრიბეთ და ვაჟამ იქ თავად თქვა, რომ წასვლას აპირებდა.

მაგრამ რაც ამის შემდეგ მოხდა, ჩემთვის მოულოდნელი იყო. თენგიზ სულაქველიძემ თავმჯდომარედ ჩემი
კანდიდატურა წამოაყენა. მას დანარჩენებმაც აუბეს მხარი და მიხარია, რომ ერთ კაცს აუგი არ უთქვამს.

ასეთი საფეხბურთო ოჯახის ხელმძღვანელობა რთულიც არის და საპატიოც, თუმცა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და დასალაგებელი", - ამბობს ქორიძე.

კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ გელა კეტაშვილი აირჩიეს. ქორიძე ამბობს, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო:

"საქართველოში კი არა, მთელ კავკასიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. ამ კაცს მეტი დაფასება ერგებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელიც იყო და სიმართლის თქმასაც არასოდეს ერიდებოდა.

მასზე ყველაფერი ალალია, დაფასებაც, ჯილდოებიც და თავმჯდომარეობაც. სირცხვილი იქნებოდა, არ დაგვეფასებინა".

ქორიძემ ვეტერანთა კავშირის გეგმებზე ილაპარაკა:

"ბიძინა ივანიშვილისა და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას დახმარებით ვეტერანებმა სული მოითქვეს და ახლა შიმშილით არავინ კვდება. მაგრამ ჩვენი სურვილია, ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციასა და მთავრობას დაველაპარაკოთ და დამსახურებული ვეტერანების დახმარების თანხები გავზარდოთ.

იქნებ მოვახერხოთ და უფრო მეტ ვეტერან ფეხბურთელს დავუდგეთ გვერდში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
გელა გილოცავთìììì
48 SHKOLA
15 ოქტომბერი 2015 16:44
0
მასე როიყოს ყველა კილერი მილიარდელი იქნებოდა.ჭკვიანი უნდა იყო და ფული საიდან უნდა იშოვო როგორ დაროდის ეგ უნდა იცოდე თორე სიტყვითაც და შენი სახელის გამოყენებითაც შეიძლება მილონების შოვა მაგალითი გინდა ტრამპი ამის ნათელი მაგალითია. შეიძლემა ამერიკის პრეზიდენტიც კი გახდეს.
qutaiseli
15 ოქტომბერი 2015 15:59
0
ფებურთზე იმსჯელთ  ...... რა ივნიშვილზე და რეებზე ამახვილებთ ყურადღებას?
bacho
15 ოქტომბერი 2015 15:47
0
მარტალი ხარ,თოხით ვერ იშოვი მილიარდებს,მილიარდების შოვნას ბევრი ადამიანის გაგორება ჭირდება
bacho
15 ოქტომბერი 2015 15:42
0
რამდენ რამეს მიხედოს ბიძინამ? არ ჩამოვთვლი ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, ალბათ ერთი ადამიანის შესაძლებლბებს მნიშვნელოვნად აღემატება. ბოლოს ისიც გააკეთა ჭირი მოაშორა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით საქართველოს.თავიდანვე თქვა პოლიტიკაში დიდ ხანს არ ვიქნებიო და მართლაც წავიდა და გამზადებულ სამთავრობო მაგიდასთან დასვა ხალხი, რომლებიც თავის ტავს პოლიტიკოსებს და დიპლომატებს უწოდებენ.და პირველ რიგში პატრიოტებათ მოაქვთ თავი, ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეკუთვნის მაგრამ. 65 დოლარიანი პენსიის მქონე ქვეყნის მინისტერი ხარ თუ სხვა მოხელე ნაჩალნიკი, რომელსაც პენსიონერზე მინიმუმ 20 ჯერ მეტი ხელფასი გაქვს ავტომანქანა გემსახურება და სხვა პრივილეგიებიც საკმაოდ გაქვს, რა ნამუსით იღებ კიდევ პრემიას თუ მოდაში შემოსულ სახელფასო დანამატს. პრემია მაშინ შეიძლება თუ სოციალური ფონი აშკარად უკეთესი გახდება შენი მმართველობის დროს. მე არ ვიცი მართლაც ასეთ პრემიებს და სახელფასო დანამატებს ღებულობენ ჩინოვნიკები, თუ ჩვენი მასობრივი საშუალებების იაფ ფასიანი სენსაციური სტატიებია ხელისუფლების დისკრედიტაციისაკენ მიმართული, მაგრამ როგორც ამბობენ კვამლი უცეცხლოდ იშვიათად არის. და თუ ასეა მათ სათითაოდ ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს, და ხალხის მასებისთვის უნდა გახდეს ცნობილი რა განსაკუთრებული დამსახურებისათვის აიღეს მაღალი ანაზღაურება. ბიძინა ყველას ბუღალტრად ვერ დაჯდება. და ყველამ თავის გულში ჩაიხედოს რამდენად აზროვნებს სახელმწიფოებრივად. მე არ ვარ პოლიტიკურ ეკონომიკური ანალიზის უნარს მოკლებული, მაგრამ ვიცი რომ ჩვენისთანა ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში სახელმწიფო თანამდებობა ტვირთი, სიმძიმე და დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ არ მინდა. და თუ აიღეთ თქვენს თავზე ეს ყოველივე ცოტა სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ, თორემ პირველ რიგში ბიძინა არ გაპატიებთ, და ალბათ საქართველოს მოსახლეობაც სათანადო პასუხს გაგცემთ.თუ საშუალება აქვს ბატონ ბიზინას ის აუცილებლად მიხედავს ქართულ ფეხბურთს და სირცხვილი სხვა ქართველ ბიზნესმენებს თუ მარტო ბიძინამ ყველაფერს უნდა მიხედოს. კობი კარგი ბიჭია და მე მგონია ქართულ ფეხბურთში აღმავლობა იქნება. გერმანიასთამ მატჩი არის დასაწყისი.ყველა ღმერთთან მართალ და თავის თავის წინაშე მართალ კაცს გაუმარჯოს. ფარავდეს საქართველოს უფალი.
zura
15 ოქტომბერი 2015 15:29
0
ეკლესიების მშენებლობა და უპოვართა დახმარება სხვადასხვა მცნებებია და ჩემი აზრით ამის აღრევა არ შეიძლება რაც შეეხება დახმარებას ზოგადად ცუდი ისარის რო ამ ადამიანს ისეთები აკრიტიკებენ ხშირად შეფარულად ვისაც არანაკლები მილიონებიაქ მაგრამ ნურასუკაცრავად ეგ კიარა 10 ლარსაც არ გაიმეტებენ გაჭირვებულისთვის და კიდე მილიარდები ყანაში თოხნით არ იშოვება. ზოგი ისე შოულობს მილიარდს რომ მის გარდა ვერავინ იგებს ხოლმე ანუ იღბალი და მისი ჯანიო რომ იტყვიან ზოგიერთი ხელისუფლებას იყენებს ბოროტად ძარცვავს ქვეყანას და მერე მისი ოჯახის წევრები სხვას ლანძღავენ ხალხს რატო არ ეხმარებიო ხშირად ინტერნეტიდან ხდება ეგეთი რამეები ზოგიერთს კიდე დიდი გზის გავლა უწევს რომ ეს ფული იშივოს და მისი შნოც აქვს რომ ქველმოქმედება გაიღოს.უფალი ყველაფერს უყურებს და არაფერი არ იკარგება არც სიკეთე და არც ბოროტება სიძულვილი და უზნეობა.
quTaiseli
15 ოქტომბერი 2015 15:27
0
მაპატიე მაგრამ ..., და გული მიკვდება ისევე როგორც ქართველი, უფრო სწორედ გრუზინების საგულისხმო ნაწილი; მე ბიძინას მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ ქველმოქმედებას რაში დახარჯავ არავის საქმე არ არის; ბევრ ავადმყოფს დაეხმარა, ბევრ გაჭირვებულსაც, ბევრი რამ ისეც გააკეთა არავინაც არ გაიგო; სხვისი ხელისშემყურე ერი ვერ იქნება ერი; შეუშვი თავში არავის არ აქვს ვალდებულება შენი გასაკეთებელი სხვამ აკეთოს; იმათ რომ დახმარებოდა, მერე კიდევ გამოჩნდებოდა ვიღაცა; ბოლო ბოლო ერი ვართ თუ მათხოვრების ხროვა, სსრკ -ს მოტრფიალე მათხოვრებად არ დავრჩებით იმედია
გიორგის
15 ოქტომბერი 2015 15:20
0
დაანებე ეკლესიას თავი ხვალ რომ ფეხით იარონ იმას იტყვი კაი ტუფლები აცვიათო
niazi
15 ოქტომბერი 2015 15:18
0
მარტო ვეტერან ფეხბურთელებს კი არა,მთელ საქართველოს სჭირდებოდა დახმარება !რაც სამების ეკლესიის აშენებას დასჭირდა რამდენ გაჭირვებულს შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს და დანგრევისპირას მდგარ ეკლესიას აღადგენდა.აი,ეს იქნებოდა ქველმოქმედება; როცა ადამიანმა დამხმარის ვინაობაც იცის და რა თანხებით ეხმარება არტისტებსაც და სხვა ცნობილ ადამიანებსაც-ეს არაა ქველმოქმედება.იგივე ადამიანი რომ იმავდროულად ხალხს ხელისუფლების შეცვლას სთავაზობს-ეს არ არის პატრიოტიზმი.თუდევდარიანი დანიის ველოსიპედებს მოწონებით მოიხსენიებს- ეკლესიის იერარქთა ძვირადღირებული ჯიპებიც უნდა დაგმოს და ქველმოქმედებისკენ მოუწოდოს.და კიდევ: ქველმოქმედება მხოლოდ საკუთარი შრომით შექმნილი სიმდიდრის გაწილადებაა უპოვართათვის.სხვისი ფულით მანიპულირება ცრურწმენიდან მომდინარეობს და ამიტომ დიდი ცოდვაა და არა სიკეთე !ბედნიერი ვიქნებოდი სპორტულ პორტალზე თქვენც რომ იცავდეთ ეთიკის ნორმებს და კომენტარებში ,,იმ 9 წელს"არ ახსენებდით.ისე კი გეტყვით: ჭეშმარიტი ქველმოქმედება რა არის- თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ- მოდერატორებო.
გიორგი
15 ოქტომბერი 2015 15:01
1
მარტო ვეტერან ფეხბურთელებს კი არა,მთელ საქართველოს სჭირდებოდა დახმარება !რაც სამების ეკლესიის აშენებას დასჭირდა რამდენ გაჭირვებულს შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს და დანგრევისპირას მდგარ ეკლესიას აღადგენდა.აი,ეს იქნებოდა ქველმოქმედება; როცა ადამიანმა დამხმარის ვინაობაც იცის და რა თანხებით ეხმარება არტისტებსაც და სხვა ცნობილ ადამიანებსაც-ეს არაა ქველმოქმედება.იგივე ადამიანი რომ იმავდროულად ხალხს ხელისუფლების შეცვლას სთავაზობს-ეს არ არის პატრიოტიზმი.თუდევდარიანი დანიის ველოსიპედებს მოწონებით მოიხსენიებს- ეკლესიის იერარქთა ძვირადღირებული ჯიპებიც უნდა დაგმოს და ქველმოქმედებისკენ მოუწოდოს.და კიდევ: ქველმოქმედება მხოლოდ საკუთარი შრომით შექმნილი სიმდიდრის გაწილადებაა უპოვართათვის.სხვისი ფულით მანიპულირება ცრურწმენიდან მომდინარეობს და ამიტომ დიდი ცოდვაა და არა სიკეთე !
გიორგი
15 ოქტომბერი 2015 14:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული