ფერნანდო იერო ლევან კობიაშვილს შეხვდა

AutoSharing Option
ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა.

ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საქართველოში საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მოწვევით იმყოფება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს შეხვდა.

"ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფერნანდო იერო გვესტუმრა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მან მომილოცა პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები მისურვა.

ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე - თუ როგორ და რა ფორმით ვითანამშრომლებთ. ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და კარგი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვეცდებით, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთის
საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ.

იგივე გერმანულ მხარესთან, იგივე ესპანელებთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობები ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერს თავი რო დავაბენობთ. სასიამოვნოა როდესაც ფედერაციის ხელმძღვანელი ამ სპორტში განთქმული და საპატიო ადამიანია... შეხედავ გესიამოვნება, რომ შენი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი არის პრეზიდენტი და არა გაუგებარი "ტიპი" (!)
leqso
18:59 20-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული