ზაზა ჯანაშიას ბრწყინვალე "მაკრატელა" ვეტერანების მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ოქტომბერს მარტვილში საფეხბურთო ზეიმი იყო. მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ცნობილმა ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა ითამაშეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების და მარტვილელი ვეტერანების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრამაც გაამართლა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: სოსო გრიშიკაშვილი, კახაბერ ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, გოგა გახოკიძე, ზურაბ იონანიძე, გიორგი ნემსაძე, გელა ინალიშვილი, მიხეილ აშვეთია, დავით რურუა, ზაზა ჯანაშია, მიხელ აფხაზავა.

მარტვილის გუნდმა კი შემდეგი თერთმეტეულით დაიწყო თამაში: დათო გეგეჭკორი, ალიკა კალანდია, ზაზა სიგუა, გიგა სურმავა, გალაქტიონ ჭუბაბრია, ელდარი ბაკურია, გიზო ნაჭყებია,
ბაჩანა ხელაია, ვეფხვია ოდიშარია, დავით გოგოძე, გალაქტიონ ჭუბაბრია.

შეცვლაზე შემოვიდა მარტვილის "მერანის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია, რომელმაც გოლის გატანაც მოახერხა, მეორე ნახევარში მარტვილელთა კარს "მერანის" მეკარეების მწვრთნელი აჩიკო ღურწკაია იცავდა. მეორე ნახევარში შემოვიდნენ ასევე, მატჩის ჩატარების იდეის ავტორი და მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა, ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ხელაია და "მერანის" ტრანსფერების მენეჯერი მანუჩარ ბაკურია.

მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანთა უმეტესობას წონა და ასაკი უშლიდა ხელს თავისუფლად ეთამაშათ, მაინც ჩანდა დღევანდელ თამაშში მათი ნიჭი და პროფესიონალიზმი, უბერებელმა ზაზა ჯანაშიამ კი ახალგაზრდობა გაიხსენა და ულამაზესი გოლი აჩუქა გულშემატკივარს, მართლაც ბრწყინვალე იყო ზაზას გოლი, მან მაკრატელა დარტყმით აუღებელი ბურთი გაიტანა ღურწკაიას კარში.

ანგარიში კი ბაჩანა ხელაიამ გახსნა ელდარ ბაკურიას პასით, ცოტახანში დუბლი გაიფორმა მარტვილელმა.

საბოლოო ჯამში , ამხანაგური შეხვედრა მაინც ამხანაგური ანგარიშით 6-6 დასრულდა, გოლები ბაჩანა ხელაიამ (2), გოგა გახოკიძემ (2), მიხეილ აშვეთიამ (2), გელა ინალიშვილმა, ზაზა ჯანაშიამ, ზურაბ იონანიძემ, სოსო დანელიამ, დავით ხუბუამ და ბადრი კვარაცხელიამ გაიტანეს.
მატჩს დაესწრნენ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ცნობილი ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, "მერანის" პრეზიდენტი ფრიდონ ინჯია, რაიონის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, და საზოგადოებითვის სხვა კარგად ცნობილი პირები.

მომზადებულია fcmerani.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაც ულამაზესი გოლი,მაგრამ ლობჟანიძეს რას ერჩით,უკეთესად თუ შეგიძლიათ მიბრძანდით ბატონო და ითამაშეთ თქვენ
ჯიჯი
18:02 01-11-2015
0
ეხლა ამას ვეტერანი უნდა ერქვას და ლობჟანიძეს ნაკრების ფეხბურთელი?
beso
17:24 01-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული