კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა

AutoSharing Option
გურიის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კახა ებრალიძე, რომელმაც თანამდებობა ახლახან საკუთარი სურვილით დატოვა, აცხადებს, რომ მის ბიზნესზე დღემდე გრძელდება ზეწოლა.

ებრალიძე იმედოვნებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ მაინც დაანებებენ თავს.

"სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდებოდა, თუმცა ზეწოლა გრძელდება.

28 ოქტომბერს გაუვიდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებას ვადა, რომლის თანახმადაც, ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ობიექტს ამოწმებდნენ. დასკვნა უნდა დაეწერათ, მაგრამ შემოწმება კიდევ ერთი თვით გააგრძელეს.

უკვე მეოთხეჯერ ამოწმებენ
ობიექტს", - აცხადებს კახა ებრალიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს.

გიორგი გირკელიძე
"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული