18 ნოემბერს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXV რიგგარეშე ყრილობის მთავარი მიზანი სწორედ აღმასრულებელი კომიტეტის დაკომპლექტება იყო.
ლევან კობიაშვილის თხოვნით, დელეგატებმა და დარბაზში მყოფმა სხვა დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რამდენიმე დღის წინათ გარდაცვლილი ქართველი ფეხბურთელის, თენგიზ ფერსელიძისა და პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
51 წლის წინათ, 1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის
ორის უარი
ყრილობის დღის წესრიგში პირველი საკითხი აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა რაოდენობის შემცირება იყო. დელეგატებმა კობიაშვილის ინიციატივა ერთხმად დაამტკიცეს. ამგვარად, აღმასკომის შემადგენლობა 11 ადამიანით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სფფ-ის ძველი აღმასკომის ბოლო სხდომაზე წევრობის კანდიდატთა 21-კაციანი სია დაამტკიცეს, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა, "ბიჩ-სოკერის" ასოციაციის მიერ წარდგენილმა ლევან ყიფიანმა კანდიდატურა მოხსნა. იგივე გააკეთა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემაც - ახალი, ნიჭიერი თაობა მოდის და დროა, განზე გავდგეო. მან საინტერესო მინიშნებაც გააკეთა - რეგიონები ადრე ბევრ მოთხოვნებს ვაყენებდით, მაგრამ არავინ გვისმენდაო...
რადგან სფფ-ის პრეზიდენტი აღმასკომის თავმჯდომარე ავტომატურად ხდება, 19 კანდიდატიდან 10 უნდა აერჩიათ. ფარული კენჭისყრის შედეგად, აღმასკომი ასე დაკომპლექტდა:
1. ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი
2. ალექსანდრე იაშვილი - ფეხბურთელთა პროფკავშირი (34 ხმა)
3. ნიკა ჯღარკავა - ეზოს ფეხბურთის ასოციაცია (33)
4. აკაკი ალადაშვილი - ფუტსალის ასოციაცია (32)
5. კახა ჭუმბურიძე - თბილისის ფეხბურთის ფედერაცია (32)
6. ბესიკ ჩიხრაძე - სკ "გაგრა" (31)
7. რომან ფიფია - სკ "დინამო", თბილისი (30)
8. თენგიზ სულაქველიძე - ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი (30)
9. გოჩა ჯამარაული - რუსთავის "მეტალურგი" (30)
10. ნინო სორდია - ქალთა ფეხბურთის ფედერაცია (28)
11. ილია ინჯია - სკ "მერანი" (28)
ძველი აღმასკომიდან ახალში მხოლოდ ქალთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო სორდია დარჩა. მურად ანჯაფარიძეზე უკვე მოგახსენეთ.
საინტერესოა, რომ აღმასკომში თითქმის აღარ არიან წარმოდგენილები რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტები, კერძოდ - სერგო გაბელაია (სამხრეთი ოსეთი), სერგო კვარაცხელია (სამეგრელო-ზემო სვანეთი), გელა მაისურაძე (სამცხე-ჯავახეთი), ლაშა მინდელი (ქვემო ქართლი), გია რევაზიშვილი (შიდა ქართლი), გოჩა როსტომაშვილი (კახეთი).
მოულოდნელი იყო, რომ აღმასკომის მიღმა დარჩა "ზესტაფონის" წარმომადგენელი სერგო ფუტკარაძეც. კობიაშვილის თქმით, ახლად არჩეული აღმასკომი უახლოეს მომავალში შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსაც დაასახელებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"