ირაკლი ხუჯაძე თბილისის "დინამოს" აკადემიის დირექტორად დაინიშნა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აკადემიაში საკადრო ცვლილებების შედეგად, აკადემიის დირექტორის თანამდებობა არჩილ კეკელიამ დატოვა. აღნიშნულ პოსტს კლუბის მთავარი ადმინისტრატორი ირაკლი ხუჯაძე დაიკავებს.

ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ხუჯაძე დინამოელთა რიგებს 1993-94 წლებში იცავდა. მას სხვადასხვა დროს საქართველოს უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებშიც უთამაშია: ფოთის "კოლხეთში", ქუთაისის "ტორპედოში", რუსთავის "გორდაში", თბილისის "ლოკომოტივსა" და თბილისის თსუ-ში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული