ბათუმში 20-ათასიანი სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება [PHOTO]

AutoSharing Option
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია "BAHADIR KUL ARCHITECTS" პროექტით აშენდება. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" დღეს, 28 ნოემბერს, გაიმართა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საზოგადოებას, კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, სტადიონის პროექტის დეტალები წარუდგინა.

"ჩვენ მივეცით პირობა საზოგადოებას, რომ ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი ექნებოდა და მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯი იდგმება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთ დაინტერესებულ კომპანიასთან გვქონდა შეხვედრა, რომელთაც ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ. განვიხილეთ როგორც წინა კონკურსში მონაწილე, ასევე სრულიად ახალი კომპანიების მიერ
წარმოდგენილი პროექტები, რომელთაგან საბოლოოდ "BAHADIR KUL ARCHITECTS"-ს მიენიჭა უპირატესობა.

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს მშენებლობის დაწყება და ის წარიმართოს საერთაშორისო სტანდარებით. კომპანიამ გაითვალისწინა ეს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა და ჩვენი გათვლით, აპრილის თვეში დაიწყება მშენებლობა და დაახლოებით 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება. სტადიონი დაახლოებით 2018 წლის ბოლოს აშენდება.

პროექტი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა. ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იყო კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით, პროექტის ღირებულება და ბუნებრივია ვიზუალური მხარე. კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნში და ა.შ

სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას სტანდარტებით აშენდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა საფეხბურთო მატჩებისა, სტადიონზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარება, რაც ტურისტული ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს. სტადიონის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება, რაც სამომავლოდ ტერიტორიას განავითარებს და საზოგადოებრივად აქტიურს გახდის", - განაცხადა დავით ბალაძემ.

Sportall.Ge

უეფას სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12 984 000 მლნ ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება.

პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

სტადიონის პროექტის პრეზენტაციას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი, კომპანიის მფლობელი ბაჰადირ კული და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მკითხველის კომენტარები / 24 /
იყოს 20 ათასიანი ვის უშლის ხელს შე დალოცვილო გიშენებენ და არ გინდა სულროარ გაქ და ორღობეში თამაშობ ის ჯობია ნეტა ქუთაისს ეღირსოს ეგეთი სტადიონი როდესმე დღეს რაცაქ რას გავს ან რა დონეა.გააფარჩაჯეს 25 ათასიანი სტადიონი რასაც ქვია.
quTaiseli
29 ნოემბერი 2015 21:10
0
სირცხვილი ქართველნო ჩვენ, არსაკიძის ქვეყანაში ქართველი არქიტექტორი თუ არ მოიძებნა, ან ვინ გადაწყვიტა რომ ბათუმში იკმარებს -20- ათასიანი სტადიონი, არ ვარგა ესე ხალხნო არა, აი ქუთაისში დაანგრიეს ნაცთა ხროვამ -25- ათასიანი სტადიონი, და მის მაგივრად ააგეს უსახური -10- ათასიანი ოლიმპიური, და რომ დაჭირდეს ნაკრებს აქ თამაშს ვერ ითამაშებს,. ააგეთ და მხოლოდ ქართველმა ბათუმში-- 40- ათასიანი სტადიონი და მომავალ თაობას გამოადგება. ზუგდიდში ააგეთ-- 30- ათასიანი საფეხბურთო როგორც ბათუმში და ფეხბურთიც ფეხზე დადგება. ნაკრები ყველგან უნდა თამაშობდეს, მთელ საქართველოში.
მამუკი ქუთათელი
29 ნოემბერი 2015 20:11
0
დაბლოკეთ -დაბლოკეთ,არსად დაგეკარგოთ თურქი ყიზილბაშები
vaxvax
29 ნოემბერი 2015 19:40
0
დაბლოკეთ -დაბლოკეთ,არსად დაგეკარგოთ თურქი ყიზილბაშები
vaxvax
29 ნოემბერი 2015 18:36
0
ქართველს, ქართველს, ქართველს ავაშენებინოთ სტადიონი თუ მილიონრები არ გვყავს. დაეხმარეთ, დააინტერესეთ, რაღაც იღონეთ, კმარა უკვე დიდი ხანია კმარა.
thomas
29 ნოემბერი 2015 13:16
0
ეს თურქები მოიაშორეთ აქედან ,სხვა ვერ ააშენებს ხო.
reso
29 ნოემბერი 2015 11:30
0
სტადიონი აშენდება მაგრამ ყიზილბაშები როდის გადაშენდება არ დაბლოკო
pako
29 ნოემბერი 2015 08:57
0
უ ბათუმში 20 ათასიან სტადიონს აშენებენ სანაკრებო თამაშებისთვის,მაშინ არც ეგ მიმაჩნია გამართლებულად,რადგან კიდევ და კიდევ ბათუმის სტადიონი მაინც პირველ რიგში ბათუმის ,,დინამოსთვის,,უნდა აშენდეს,რომელსაც სეზონში დაახლოებით 20 თამაში ექნება ჩასატარებელი (ჩემპიონატის,თასის და შესაძლებელია ევროტურნირებისაც).ეროვნული ნაკრები მთელ შესარჩევ ციკლში(ე.ი.ორ წელიწადში)ხუთ საშინაო თამაშს თამაშობს,კიდევ შეიძლება ერთი ან ორი ამხანაგური,ე.ი,წელიწადში ნაკრებს საშუალოდ სამი საშინაო თამაში თუ ექნება(შეიძლება არც) და ამ სამი თამაშიდან რამდენი უნდა ფედერაციას ბათუმში გადაიტანოს?ალბათ შეიძლება ერთი ან მაქსიმუმ ორი,და ერთი ან ორი თამაშისთვის 20 ათასიანი სტადიონი?თან 20ათასიანი საკმარისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ნაკრებს ძალიან სუსტი მეტოქე ეყოლება და თან კიდევ თუ უკვე ნაკრებს საერთოდ სატურნირო თვალსაზრისით ყველა შანსები დაკარგული ექნება.ირლანდიასთან ჩვენ უკვე იმედგაცრუებულ,უპერსპექტივო ნაკრების თამაშზე 35 ათასი იყო დასწრება,პოლონეთთან-როცა უკვე შანსები უკვე მიზერული იყო და არც არავის ქონდა იმედი -30 ათასამდე,გერმანელებთან-ანშლაგი(54 ათასი)!და ესეც პრაქტიკულად მხოლოდ გერმანელებისთვის შეიკრიბა ქართველი ქომაგი(((,შოტლანდიასთან -დაახლოებით 20-25 ათასი,როცა უკვე შანსიც აღარ იყო არავითარი სატურნირო თვალსაზრისით.ე.ი.საშუალო დასწრება 30ათასზე მეტი იყო უიმედო ნაკრებზე(გიბრალტართან -5-7ათასი იყო,მაგრამ გიბრალტარია და სატურნირო დატვირთვის შემთხვევაში მინიმუმ 30 ათასი აუცილებლად იქნებოდა თვით გიბრალტართანაც და ალბათ ანშლაგიც ,თუ სამ ქულას ფინალური ეტაპი საგზურის მომცემი მნიშვნელობა ექნებოდა)! ..და ის ვინც განსაზღვრა,რომ ბათუმში 20 ათასიანი სტადიონი უნდა აშენდეს და თუ ნაკრებზე აქვს გათვლა,მაშინ ძალიან პესიმისტი ყოფილა,რომ მისი გათვლით მომავალში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაბლა უნდა დაეშვას?(((არ იცის ,რომ უფრო დაბლა კიდევ შეუძლებელია დაშვება?!რომ უკვე ფსკერზე ვართ და მაინც საშუალო დასწრება 30 ათასზე მეტია და მაშინ რატომ ტოვებს ათასობით ქომაგს ტრიბუნებს გარეთ?მე მაინც უფრო ოპტიმისტურად ვხედავ მომავალს და მგონია,რომ საქართველოს ნაკრები მაინც კიდევ უკეთესი იქნება და დინამო-არენის
54 ათასიანი ტრიბუნებიც ძალიან ცოტა იქნება ნაკრებისთვის!
ზაზა
29 ნოემბერი 2015 01:55
0
ბათუმისთვის კარგი იქნებოდა 12-13 ათასიანი კომპაქტური,სუფთა საფეხბურთო სტადიონი.შესანიშნავი მაგ.ბორისოვის ბატეს 13 500 მაყურებელზე გათვლილი შესანიშნავი,ევროპული,თანამედროვე სტადიონი
ზაზა
29 ნოემბერი 2015 01:48
0
..მომწონს მაკეტი!..თუმცა მაკეტი ზუგდიდის სტადიონისაც მომწონს და ფოთისაც,მაგრამ სად მიდის მშენებლობა?(((ლანჩხუთის სტადიონის მაკეტიც მომწონდა,მაგრამ დღეს დინამოსთან თამაშზე საოცარი პანორამა იშლებოდა(((რაღაც ჭალები,ყანები,ტალახი...(((
–თუ სერიოზულად(აბა ამ ხელისუფლებებმა გაგვხადეს სარკასტულები)მართლაც მომწონს მაკეტი და იმ სარბენბილიკებიან ე.წ.ოლიმპიურს ნამდვილად ჯობია!მაგრამ,20ათასიანი სტადიონი ბათუმისთვის ჩემი აზრით აშკარად დიდია.მგონია ,რომ ბათუმში დინამოს თამაშებზე საშუალო დასწრება ალბათ 5–7 ათასი საშუალოდ და ბათუმის სტადიონის პირველ რიგში სწორედ ბათუმის,,დინამოსთვის,,უნდა აშენდეს!სტადიონის ტევადობაც საშუალო დასწრებაზე 25–30%–ით მეტი უნდა იყოს,რომ მუდამ იყოს ანშლაგთან ახლოს ასოციაცია!თუ სტადიონზე არ იქნება ასოციაცია მაქსიმალური მაყურებლის დასწრების,რაც არ უნდა მაღალი დონის მატჩი შედგეს,მაინც არ იქნება საფეხბურთო ატმოსფერო და თვით ფეხბურთიც თავის ხიბლს დაკარგავს!მაგალითისთვის თუნდაც ქუთაისის საკალათბურთო პატარა დარბაზიც შეიძლება,სადაც ჩვენი ეროვნული საკმაოდ დაბალი დონის საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩზე შესანიშნავი სპორტული ატმოსფერო იქმნება!რომ იყოს დიდი დარბაზი ,მაშინ კალათბურთი თუნდაც მაღალი დონის დარბაზის,ტრიბუნების სიცარიელეში ,,ჩაიკარგებოდა
ზაზა
29 ნოემბერი 2015 01:45
0

სიახლეები პოპულარული