ჩვენ 17-წლამდელებზე ნადირობა გაჩაღდა

AutoSharing Option
შარშან, ოქტომბერში თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის მატჩების შემდეგ უცხოური კლუბები საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებით დაინტერესდნენ.

თავდამსხმელი ბაჩო არაბული ახლაც კიევის "დინამოში" ისინჯება. მან საკონტროლო შეხვედრებში სამი გოლი გაიტანა, მაგრამ არა და არ გადაწყდა მისი საკითხი - ბაჩო ხუმრობს კიდეც, მგონი, კონტრაქტი ისე გამიფორმეს, არ მეუბნებიანო.

უცხოელი სელექციონერებისგან 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ნიკა სანდუხაძემაც საინტერესო წინადადებები მიიღო.

"როგორც მითხრეს, დონეცკის "შახტარშიც" მიწვევენ და ტოლიატის საფეხბურთო აკადემიაშიც, რომელსაც რომან აბრამოვიჩი აფინანსებს. მაგრამ ახლა ჩვენი ნაკრებისთვის გადამწყვეტი ეტაპია: ელიტრაუნდისთვის როგორც მოვემზადებით, შედეგებიც ისეთი გვექნება.
მალე ესპანეთში ამ ქვეყნის 17-წლამდელებთან ორი შეხვედრა გველის, მერე კიდევ იქნება შეკრებები და არ მინდა ამ დროს, აქეთ-იქით სიარულით ფორმიდან ამოვვარდე. სათანადოდ უნდა მოვემზადო, საფრანგეთში ელიტრაუნდის გასამართ მატჩებში კარგად რომ ვითამაშო", - გვითხრა სანდუხაძემ.

ტანმაღალი ცენტრალური მცველი ამჟამად თბილისის "დინამოს" აკადემიაში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის ჯგუფში საქართველოს მეტოქეები მასპინძელი საფრანგეთი, ბელარუსი და ნორვეგია იქნებიან.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად აზროვნებენ ახალგაზრდები, მომწონს. წარმატებები თქვენ და საქართველოს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული