თავდამსხმელი ბაჩო არაბული ახლაც კიევის "დინამოში" ისინჯება. მან საკონტროლო შეხვედრებში სამი გოლი გაიტანა, მაგრამ არა და არ გადაწყდა მისი საკითხი - ბაჩო ხუმრობს კიდეც, მგონი, კონტრაქტი ისე გამიფორმეს, არ მეუბნებიანო.
უცხოელი სელექციონერებისგან 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ნიკა სანდუხაძემაც საინტერესო წინადადებები მიიღო.
"როგორც მითხრეს, დონეცკის "შახტარშიც" მიწვევენ და ტოლიატის საფეხბურთო აკადემიაშიც, რომელსაც რომან აბრამოვიჩი აფინანსებს. მაგრამ ახლა ჩვენი ნაკრებისთვის გადამწყვეტი ეტაპია: ელიტრაუნდისთვის როგორც მოვემზადებით, შედეგებიც ისეთი გვექნება.
ტანმაღალი ცენტრალური მცველი ამჟამად თბილისის "დინამოს" აკადემიაში თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის ჯგუფში საქართველოს მეტოქეები მასპინძელი საფრანგეთი, ბელარუსი და ნორვეგია იქნებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.