SOS! გიხაროდენ, კიდევ ერთი საფეხბურთო სკოლა ნადგურდება!!!

AutoSharing Option
გიხაროდეთ, მეკორპუსეებო! - კიდევ ერთი საფეხბურთო სკოლა ნადგურდება, ამჯერად - რუსთავში! 15 წლის წინათ დაარსებული საფეხბურთო სკოლა "შევარდენი" მალე გაიყიდება და რუსთაველი მეკორპუსეები თბილისელებს ხომ არ ჩამორჩებიან? მალე აქაც შესდგებიან მუხლუხოებიანი ამწეები და ტრაქტორები საფეხბურთო მოედნებს, ორმოებს ამოთხრიან და უსახურ ცათამბჯენებს ააშენებენ...

მალხაზ ბოლქვაძე თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი იყო, მაგრამ 70-80-იან წლებში ვერაფრით აჯობა რამაზ შენგელიას, ვოვა გუცაევს, რევაზ ჩელებაძეს და ჯერ "დინამოს" დუბლებში, მერე კი პროვინციულ ფეხბურთში ჩაიკარგა.

სამაგიეროდ, მშობლიურ რუსთავში შექმნა საფეხბურთო სკოლა და ათასობით ბავშვს გაუკვალა გზა ფეხბურთში.

2002 წელს "შევარდენმა" დანიაში უდიდესი ბავშვთა ტურნირი - "დანაკაპიც" მოიგო, რუსთაველი ბექა ზაქრაძე კი 1990-წლიანებში სულაც საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!

"შევარდენში" გაიზარდა ვარლამ კილასონია, კახი კაკაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, ვასიკო აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე, შოტლანდიაში მოთამაშე დაჩი ხუციშვილი და 1996-97-წლიანების ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც ახლა უმაღლეს ლიგაში თამაშობენ.

დრო იყო, "შევარდენში" 500 ბავშვი დადიოდა, ამჟამად კი სკოლაში 130 ბავშვი დადის, რომელთაც 6 მწვრთნელი ავარჯიშებს.

სკოლაში საკმაოდ კარგი ოფისია, არის გასახდელები, პარკინგი, ორი მოედანი, იქვეა მესამე მოედანიც, რომელიც განათლების სამინისტროს ბალანსზეა, მაგრამ მესამეს ვინ ჩივის - დავალიანების გამო მთელ სკოლას ემუქრება დაშლა, ვალი კი გაჭირვებულმა ცხოვრებამ გამოიწვია - ბავშვები ფულს ვეღარ იხდიდნენ და საქართველოში ხომ რესტორანსა და საფეხბურთო სკოლას წყლის, მიწისა თუ ქონების ერთნაირ გადასახადს უწესებენ?!.

მალხაზ ბოლქვაძემ ორჯერ გამოისყიდა სკოლა წინა მთავრობის დროს, ბინაც კი დატვირთა იპოთეკით, მაგრამ ვალებს ვეღარ სწვდება და შიშით ელოდება სასამართლოს განჩინებას...

მამუკა კვარაცხელია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მეზიზღება უკვე ყველა ვინც ამ კორპუსებს აშენებს... :@
0
ვფიქრობ, ფედერაციამ უნდა დარაზმოს საფეხბურთო სამყარო, მსგავსი ვანდალიზმის წინააღმდეგ.
gizog
11:31 04-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული