თბილისის "დინამო" დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

AutoSharing Option
20 დეკემბერს, გვიან ღამით, უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

დავით პეტრიაშვილი 1987-89 წლებში თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის წევრი გახლდათ, ხოლო 2002-05 წლებში "დინამოს" მმართველი დირექტორის პოსტს იკავებდა.

თბილისის "დინამო" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

"ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ. გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყანა ასეთ პროფესიონალებს კარგავს. ვუსამძიმრებ საფეხბურთო თემს და დაღუპულის ოჯახს", - თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული