დავით პეტრიაშვილი პატრულის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად დაიღუპა

AutoSharing Option
უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად დაიღუპა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 დეკემბრის გამთენიისას, პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მოხდა. პეტრიაშვილი ქვეითად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა.

საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პროკურატურის პრესსამსახურის თქმით, გამოძიებას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.

დავით პეტრიაშვილს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა
როგორც ქართულ ფეხბურთში, ისე უცხოურში. პეტრიაშვილი იკავებდა უეფას და ფიფას მატჩების დირექტორის თანამდებობას, იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და თბილისის "დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზოგიერთი პატრულის მანქანა ისე გიჟივით დადის ქალაქში და არღვევს მოძრაობის წესებს, რომ თუ მკაცრად არ გაფრთხილდებიან ან არ დაისჯებიან კიდევ ვის გააუბედურებენ ღმერთმა იცის!!!! გთხოვთ, შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა პირველ რიგში წესრიგის დამცველებს მოთხოვეთ წესების დაცვა!!!!
Tbiliseli
12:16 22-12-2015
0
რა სისწრაფით მოდიოდა რო ადგილზე მოკლა იმ უნამუსომ? სხვებს ჭკუას ასწავლიან თვითონ თავი ისე მოაქვთ რო ყველაზე მეტი იციან.
k.z.
13:22 22-12-2015
0

სიახლეები პოპულარული