ნიკა კაჭარავა რუსულ, ბელგიურ და ჰოლანდიურ კლუბებს სურთ

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ფორვარდის, ნიკა კაჭარავას გადაბირებით კვიპროსის ჩემპიონატის მე-9-ადგილოსანი ლიმასოლის აელ-ია დაინტერესებული.

კაჭარავასთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში საუკეთესოა. ის 13 გოლით ლიდერობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას და საერთოდაც, ჩვენი პირველობის ერთ-ერთი ლიდერის, "ცხინვალის" წარმოდგენა კაჭარავას გარეშე შეუძლებელია.

როგორც შევიტყვეთ, კვიპროსული ინტერესის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება. კაჭარავას გადაბირება კი რუსულ, ბელგიურ და ჰოლანდიურ კლუბებს სურთ და არ არის გამორიცხული, სულ მალე ყველაფერი კონტრაქტის გაფორმებით დასრულდეს.

სიტყვა "ცხინვალზე" ჩამოვარდა და ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ამ დროისთვის გუნდი დატოვეს აკაკი შულაიამ და ომარ მიგინეიშვილმა.

რაც შეეხება მომავალი სეზონისთვის მზადებას, "ცხინვალმა" ვარჯიში 25 დეკემბერს, თბილისში დაიწყო. ახალი წლის შემდეგ გუნდი მზადებას 3 იანვარს განაახლებს. შესაძლოა, გუნდი თურქულ შეკრებაზეც გაემგზავროს, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

საერთოდ, კარგი იქნება, თუ "ცხინვალის" ამბიციებს საფრთხე არ დაემუქრება. კახა კაჭარავას გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ შარშანდელ სეზონში, მერე კი წლევანდელი ბატალიების პირველ ნახევარში ყველა გააკვირვა დამაჯერებელი თამაშით.

შეგახსენებთ, რომ წლეულს, ზაფხულში, "ცხინვალმა" პირველად ითამაშა ევროთასებზე და რუმინულ "ბოტოშანთან" ორრაუნდიან დუელში დამარცხდა.

დაბოლოს, "ცხინვალის" დუბლშემადგენლობა ახალი სეზონისთვის სამზადისს 4 იანვრიდან შეუდგება კახი გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /

ვარდარი განიხილავს კაჭოს პერსონას
Irakli Khvedeliani
13:02 29-12-2015
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული