სანდრო კობახიძე: ის, რაც "ოლიმპს" გაუკეთეს, დიდი სირცხვილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" სტადიონის ნგრევასთან დაკავშირებით Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"სამწუხაროა, რომ ახალი აკადემიების აშენების ნაცვლად, ძველებიც ინგრევა. ეს ის სკოლაა, რომელმაც უამრავი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გაზარდა ნაკრებისთვის. ის, რაც ხდება, ყველას ძალიან გვწყინს.

აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. ახლა, სამწუხაროდ, ყველაფერი დაგვიანებულია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. ეს უბრალოდ დიდი სირცხვილია!", - გვითხრა კობახიძემ.

შეგახსენებთ,
რომ ქართველი ლეგიონერი ერთ-ერთია იმ წარმატებული ფეხბურთელებიდან, ვისაც თავის დროზე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" უვარჯიშია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მალე სასუნთქ ადგილსაც აღარ დატოვებენ.
სირბილის სწავლების ცენტრი
17:19 30-12-2015
0
ფული უფრო მეტია ვიდრე ქართველობა.ან მერი სად არის, ან სპორტის მინისტრი,ან ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ან პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი.ივანიშვილი რას ამბობს.და ბოლოს ხალხი,როგორ ყლაპავს ყველაფერს,საახალწლო სუფრის მომზადება უფრო მნიშვნელოვანია? ყველაფერი გასაგებია
vaxvax
20:27 30-12-2015
0

სიახლეები პოპულარული