ლევან კობიაშვილი "ოლიმპთან" დაკავშირებით ესტონური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით შედგა სამუშაო ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისია, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური.

დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" სტადიონის ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე. შეხვედრის შედეგად, მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ პირველ რიგში მოხდეს დროებითი სტადიონის მოძიება და შეთავაზება სპორტული სკოლისთვის, რათა ბავშვებმა შეძლონ სრულყოფილად გააგრძელონ ვარჯიში. ასევე, გაიმართოს მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან და მოხდეს მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება მონაცვლეობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ
გუშინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამართა შეხვედრა ესტონური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობისთვის მზაობა.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა სხვა სპორტული მოედნების საკითხები, რომლებიც ასევე გაყიდულია წლების წინ და იმავე საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ სამუშაო ჯგუფი გამოვიდა ინიციატივით, რომ ფეხბურთის ფედერაციას, საპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რათა შემდგომში დაცული იყოს სპორტული ნაგებობები.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
კი მორჩა კინო მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის მელია და ... თვითონ რო აპროტესტებენ თავის ნამოქმედარს.იმედია კობიაშვილი ამ საქმეს მიხედავს.
bebeto
02 იანვარი 2016 16:56
0
გადახედეთ პრესას 90-ანი წლებიდან დაწყებული. პაატასნაირი გამოსვლებით არის აჭრელებული. პათეტიკა უნდა დამთავრდეს.
სტადიონები და თბილისის ბევრი მწვანე ადგილი გაასხვისა უგულავამ და ნაცებმა. მორჩა კინო. ყველამ იცის დამნაშავე, ნუ იზამთ ისე რომ თქვენი პათეტიკის გამო სიტუაცია არ შეიცვალოს.
დამნაშავე ვიცით, სირცხვილი მას.
ეხლა კეთილი ინებონ ახლებმა და გამოასწრონ სიტუაცია.
დამთავრდა პათეტიკა, მორჩა სეზონი, ახალი სეზონი უნდა დაიწყოს!!!!
ara
02 იანვარი 2016 10:54
0
პაატა გენაცვალე
zaza
02 იანვარი 2016 01:45
0
ლევან ავსაჯანა რატო მოხსენიტ კაცი გავიდა რახდებაა
eee
01 იანვარი 2016 19:39
0
ასე,ხელაღებით ყველაფრის გასაყიდ ნუსხაში შეტანა შეიძლება?ჯერ ხომ თბილისი გადააქციეს რკინაბეტონის ქალაქად,ბავშვებს ენერგიის დასაცლელად და სუფთა ჰაერზე სათამაშოდ ადგილს არ უტოვებენ ფულზე გაყიდული მონები,გამოდიან ჩინოვნიკები ,ვინც ხელს აწერს გაყიდვის,გასხვისების დოკუმენტებს და ხელს იშვერენ ერთმანეთისკენ,ფაქტია ფეხებზე კიდიათ ბავშვებიც,სპორტიც,თბილისის და საქართველოს იერსახეც და ხალხი,გაიხედეთ ცივილიზებულ ევროპულ ქვეყნების სამეურნეო საქმიანობისაკენ და რაღაც ხალხისთვის სასიკეთო დანერგეთ საქართველოში,ნუ გადააყოლეთ ეს ქვეყანა თქვენს უსაზღვრო სიხარბეს,თქვენს შვილებსაც მიეცით საშუალება თავიაანთი პატიოსანი შრომით შექმნან ღირებული და სასარგებლო.
პაატა
01 იანვარი 2016 12:02
0
რა გამოაშკარავება უნდა იმას რაც ისედაც ნათელია ნაცხროვამ და მისმა მეპატრონემ გაყიდეს ეგ სკოლა თავის დროზე და მაშვინ ერთიც და მეორეც ანუ მეპატრონეც ყოფილზეა საუბარი უნდა დაისაჯოს.
quTaiseli
01 იანვარი 2016 11:18
0
რა გამოაშკარავება უნდა იმას რაც ისედაც ნათელია ნაცხროვამ და მისმა მეპატრონემ გაყიდეს ეგ სკოლა თავის დროზე და მაშვინ ერთიც და მეორეც ანუ მეპატრონეც ყოფილზეა საუბარი უნდა დაისაჯოს.
quTaiseli
01 იანვარი 2016 11:18
0
კობიაშვილი სწორად მოქმედებს ოლიმპის საკითხში. იმედია ის ვინც ინვესტორს გადასცა ეს ტერიტორია გამოაშკარავდება და დაისჯება. ისედაც მწირ უცხოელ ინვესტორს შეუქმნა პრობლემა და ქართულ ფეხბურთს ხომ შეუქმნა და შეუქმნა.
ლუკა
01 იანვარი 2016 01:36
0
ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება ამ ქვეყანაზე თუ ,სტადიონები გადარჩა.ერი გამოცოცხლდება ,მადლობა ყველას ვინც ამას გადაარჩენს,მამუკა კვარაცხელიას ბრავოოო გენაცვალე
zaza
31 დეკემბერი 2015 21:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული