სფფ სტრუქტურული ცვლილებების ბოლო ეტაპზე გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრუქტურული ცვლილებების ბოლო ეტაპზე გადავიდა, რაც გულისხმობს სხვადასხვა განყოფილების და დეპარტამენტის განახლების პროცესს.

ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლთა შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება. ახალი სტრუქტურიდან გამომდინარე, რომლის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის იანვარში მოხდება, ფორმდება ახალი ხელშეკრულებები. ამავდროულად, ცვლილებები იქნება ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში. განახლებული შემადგენლობა საზოგადოებისთვის იანვარში იქნება ცნობილი.

2016 წლიდან ფეხბურთის ფედერაცია სამუშაო პროცესს განახლებული შემადგენლობით და ახალი პროექტებით დაიწყებს.

დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განახლებული სტრუქტურის, ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტების და მიმართულებების გაცნობა საზოგადოებისთვის,
ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

იანვრის დასაწყისში, სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაცია გამოცხადებს ღია კონკურსს კონკრეტულ სამუშაო პოზიციებზე. ასევე იანვარში ჩატარდება წლის შემაჯამებელი დაჯილდოების ღონისძიება, სადაც 2015 წლის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ადამიანებს სპეციალურ პრიზები გადაეცემათ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
ლოგოპეტებიიიიიიიიიიიიიიიიიიი სასცრაფოდ ფედერაციაში
rezo
18:19 03-01-2016
0
მანდ არავითარი საკადრო ცვლილება არ ხორციელდება კადრის კვალიფიკციის და გამოცდილების გათვალისწინებით,აბსოლუტურად ყველა ცვლილება ემსახურება რეზოსთან დაახლოებული პირების წმენდას,ასე ვერც ფეხბურთს და ვერც ქვეყანას ვერ ეშველება,და რაც მთავარია ამ 'რეორგანიზაციის' თავი და თავი კალაძეა,არადა დიდი იმედი მქონდა მისი,თუმცა სამწუხროდ ისიც ისევე როგორც ბევრი სხვა ბოღმისა და სიბრიყვის მინისტრი აღმოჩნდა
baia
20:20 02-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული