გოჩა ჯამარაული პოლიტიკაში - ვეტერანი ფეხბურთელი გარდაბანში "ქართული ოცნების" კანდიდატია

AutoSharing Option
5 იანვარს, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს.

ჩვენთვის ეს პოლიტიკური მოვლენა იმით იყო საინტერესო, რომ "ქართულმა ოცნებამ" გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატად გულშემატკივრებისთვის საყვარელი და პატივსაცემი ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული წარადგინა - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია.

"გოჩა ჯამარაული წლების განმავლობაში ფეხბურთით იყო დაკავებული. მას საქართველოს ნაკრებში არაერთი თამაში ჩაუტარებია. სპორტის შემდეგ საკმაო წარმატებით ჩაერთო ბიზნესში, კარგი მენეჯერია... რაც მთავარია, თავისი განვლილი
ცხოვრებით პატიოსანი ადამიანია", - თქვა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე: "ჯამარაულის კანდიდატურა მისი პროფესიული უნარ-ჩვევების გამო შეირჩა. ის სუფთა წარსულის მქონე, თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც ნამდვილად გახდება გარდაბნელთა რჩეული და ვფიქრობ, ღირსეულად გაიმარჯვებს არჩევნებში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები გოჩას! მთავარია ძ....... მაგის გამო შეიძლება კონფლიქტებში გაეხვეს და საქმიანი რეპუტაციაც შეელახოს.
ქომაგი
14:08 06-01-2016
0
თუ განსაკუთრებული უნარ-ჩვევები აქვს ჯამარაულს - დაასაქმეთ ფეხბურთის ფედერაციაში ან გაუხსენით საფეხბურთო სკოლა. მარტო კაიბიჭობა და წესიერება არ არის საკმარისი ისეთი რთული, მრავალეროვანი რეგიონის მართვისათვის, როგორიც გარდაბანია. ასეთი საკადრო პოლიტიკის გამოც გვაქვს ის, რაც გვაქვს!!!
პელე
14:42 06-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული