"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები სფფ-სთან აქციას მართავენ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" სტადიონის დემონტაჟს. ისინი ასევე აპროტესტებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნების დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ერთხელაც არ მისულან საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე და არსებულ სიტუაციას არ გაცნობიან.

აღნიშნულ კონტექსტში, მომიტინგეები მოითხოვენ, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გაესაუბრნენ აქციის მონაწილეებს და მოისმინონ მათი მოსაზრებები.

"თუ გლდანის სტადიონთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაინგრევა, ასეთივე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ
"ოლიმპთან" დაკავშირებით, რომლის დანგრევაც თბილისის მერიის ან "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დავით ნაფეტვარიძემ.

ფეხბურთის ფედერაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსაც ელოდებიან.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე მივესალმები ყველას ვინც პროტესტს გამოხატავს,სტადიონის დანგრევის მიმართ,რომელ პარტიაშიც არ უნდა იყვეს,ნაციონალებო გთხოვთ არ დაანგრევინოთ სტადიონი,გიული ალასანიას და მანანა სანაძეს ,ეგებ შეასმინოთ რამე,და დავიჯერებ,რომ მართლა ბრძოლობთ ერის გაჯანსაღებისთვის
zaza
11:00 14-01-2016
0
ფაქტი ნამდვილად ცუდია რომ დაინგრა მაგას არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ ნაციონალებმა არ გაყიდეს ეგ ტერიტორია თავის დროზე?
უბრალოდ იმ კომპანიას 10 წელი ჰქონდა ვადა რომ არ შეეხებოდა.
mateusa
12:06 14-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული