ეს არ არის მეგობრული საქციელი! - ერევნის "არარატს" აფხაზეთში გამგზავრება აუკრძალეს

AutoSharing Option
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ მიწებზე გამგზავრების წესების უგულებელყოფის არაერთი ფაქტი გვახსენდება. ბოლო მაგალითი 2015 წლის ზაფხულში მოხდა, როცა აფხაზეთში ჩატარებულ ტურნირზე უეფას და ფიფას წევრი სლოვაკეთის ერთ-ერთი პოპულარული კლუბის, "ჟილინას" საბავშვო გუნდი მიიწვიეს. ასევე - შარშან, როცა სეპარატისტული აფხაზეთის ნაკრები სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის ეგრეთ წოდებულ ნაკრებებს დაუპირისპირდა.

აფხაზეთი რუსული კლუბებისთვის მიმზიდველი ხელსაყრელი ფასების გამო გახდა. დღესაც იქ ვარჯიშობენ რუსული კლუბები - ხაბ
აროვსკის "სკა ენერგია" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა". ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების ფონზე, ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.

...მაგრამ ახლა კიდევ ერთი, ძალიან უსიამოვნო ამბავი მოხდა: აფხაზეთში შეკრების ჩატარება და იქ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა სომხეთის ყველაზე პოპულარულმა კლუბმა, ერევნის "არარატმა" დაგეგმა. მაგალითად, დღეს, 27 იანვარს, სოხუმში, "დინამოს" სტადიონზე, "არარატს" ამხანაგურად ზემოთ ნახსენებ "ვოლგასთან" უნდა ეთამაშა...

თუმცა ეს თამაში ჩაიშალა და ამაში დიდი როლი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ითამაშა. ეს სეპარატისტული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა ინტერნეტგამოცემა "სპუტნიკ-აბხაზიას" უთხრა:

"არარატის" წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამხანაგური მატჩის ჩატარება აუკრძალა. როცა მიზეზით დავინტერესდით, გვიპასუხეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის შესაბამის უწყებას აცნობა, რომ სომხური გუნდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლა არასასურველი იყო. შესაბამისად, "არარატის" ხელმძღვანელობა საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ ვერ წავიდა".

მეზობელი ქვეყნის გუნდის თავკაცთა ამ საქციელს მეგობრულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ყველამ კარგად იცის, როგორი ტკივილია აფხაზეთი საქართველოსთვის. ცხადია, ეს ჩვენს მეზობელ სომხებს ყურმოკვრით არ სმენიათ.

უკვე გაისმა კიდეც მოწოდებები, რომ "არარატის" მიმართ საქართველოში სანქციები დაწესდეს. დაგვეთანხმებით, ამ ფაქტის ყურიდან ყურში გატარება დაუშვებელია.

გარდა ამისა, წლეულს, ზაფხულში, აფხაზეთი არაღიარებელ ქვეყნებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას აპირებს. ტურნირში 500-მდე ფეხბურთელი ითამაშებს. ცხადია, მისი რეალური ორგანიზატორი რუსეთია. ამ ყველაფერს კი რეაგირება სჭირდება, რადგან არაღიარებული ქვეყნების ნაკრებების წევრებს აღიარებული ქვეყნების პასპორტები აქვთ და ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შესაბამისი მუშაობაა საჭირო.

ამ საკითხზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა:

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ჯერ უნდა დადასტურდეს ინფორმაცია, რამდენად რეალურია აფხაზეთში არაღიარებელი ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. საკითხს შევისწავლით და საჭირო ცნობების მოპოვების შემდეგ რეაგირებას მოვახდენთ.

რაც შეეხება ერევნის "არარატის" აფხაზეთში მომზადებას, ეს ინფორმაცია გუშინ მივიღეთ. უეფასა და ფიფაში წერილს ვამზადებთ, რომ მომავალში მსგავსი პრეცედენტები გამოირიცხოს", - ამბობს კობიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
მას შემდეგ,რაც ვარდან მამიკონიანი და ვახტანგ გორგასალი გაყიდეს სპარსელებტან ბრძოლაში,ყიდიან ყველაფერს და იპარავენ, რაც კი მოეწონებათ; აბა მომედავეთ ყველაზე მაგარო სომხებო.

ომარი
07 თებერვალი 2016 20:21
1
იცით სომხებს თავიანთი მიწა ჰგონიათ აფხაზეთი,მითუმეტეს ომის შემდეგ, როცა მათმა რიცხვმა აფხაზეთში საგრძნობლად იმატა,მთელი ვაჭრობა და ეკონომიკა მათ ხელშია, ქართველების საუკეთესო სახლები მაგათ დაიკავეს მოკლედ პარადი მაგათ მიჰყავთ,და რატომ არ ენდომებოდათ ერევნელებს თანამემამულეებთან გასეირნება,მითუმეტეს ზაფხულს იქ ატარებენ.
ika
11 თებერვალი 2016 14:21
0
ბატონებო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორად მოიქცა! საქართველოს მთავრობა კი სწორად არ იქცევა, რადგან სრული სიმკაცრით არ იყენებს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ! ჩხუბობთ "არარტი"-ს გამო და რუსულ გუნდებს რომლებიც იქ შეკრებებს გადიან არც კი ახსენებთ, მიუხედავად იმისა რომ მათი ფეხბურთელაბის წინააღმდეგ არამარტო ქართული კანონების გამოყენება შეიძლება, არამედ უეფას ჩართვაც და სანქციების დაწესებაც. ყველაზე დიდი ბოროტება რაც კავკასიას ჭირს ეს რუსეთის ფაქტორია!
Gio
29 იანვარი 2016 17:34
0
მე რა არ მესმის იცით, თუნდაც ვოლგა და სკა ენერგია რომ ჩადის, ესეიგი არღვევს საქართველის კანონმდებლობას, ფიფა საქართველოს აღიარებს მთლიანად აფხაზეთიანად და ამას სანქცია უნდა მოყვეს ჩვენებმა რომ მიმართონ მარა ეტყობა ყველას ყველაფერი კიდია.
niko
28 იანვარი 2016 02:25
0
გოგა შენ სწორად იმსჯელე თუ ქართველი ხარ, რაშიც ეჭვი მეპარება, სიმღერებს იპარავენ, ცეკვა ქართულზე იძახიან .... რომ სომხურიაო, მე პირადად უცხოეთში ნანახი მაქვს საფერავზე როგორ ამტკიცებენ სომხურიაო, ასევე ყოველივე ქართულზე, და ბაგრამიანის ბატალიონს გაეკეთებინოს ყოველი სომეხისათვის ის რაც მათ ქართველ ბავშვებს და ქალებს დამართეს. ამინ. ამინ, და კიდევ სამუდამო გაწირვა იმ ერის შვილებს, ვინც ქართველთა ძმობას არ დააფასებს, და მართლაც ძმობას არ გაუკეთებს, რაშიც ყველას ეჭვი ეპარება , და დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, თორემ უკვე სახლშიც შემოგვივარდებიან/.
მოტყუებული ქართლოსი, ვითომ ძმისა.
27 იანვარი 2016 16:24
0
მერე და, ვინ გითხრათ რომ სომხები ქართველების მეგობრები არიან? მაგათ "ბაგრამიანის" ბოევიკები მიიწვევდნენ აფხაზების საამებლად.
ezra
27 იანვარი 2016 14:06
0
გაზპრომთან აუცილებლად მოაწერეთ ხელშეკრულებას ხელი. რათა ჩვენი ძმები დისკომფორტში არ იყვნენ.
aqvs
27 იანვარი 2016 17:28
0
გოგა ეგ არმენოფობია კი არა საკუთარი ქვეყნის ინტერესის დაცვაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ არ მიემართა პროტესტით, ხომ გამოუშვებდნენ მაშინ? თავად უნდა აეკრძალათ გუნდისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მსგავსი აქტივობა, ჩვენ კი არ უნდა დაგვეძალებინა. ეგ რა თემაა იცი - ..... ისე ეზრას კომენტარში მოხსენიებულ "ბაგრამიანების ბატალიონის" ნამოქმედარი მოიძიე ინტერნეტში, ან ცოტა უკან გადასწიე და ლორეს ხეობა "დაგუგლე", ან რავი რამოდენაზეც გინდა გადასწიე და ერთი რაიმე მაინც მოიძებნე ამდენსაუკუნოვანი მეზობლობის დროს სომხებს ქართველებისთვის კარგი რა გაუკეთებია და როგორც კი ამ შეუძლებელს შეძლებ - ქართველები მაშინვე დავივიწყებთ მაგ შენს "არმენოფობიას" :))) რას შვება მაინც ეს ინტერნეტი ჰა, რა ტერმინები აღარ აითვისა ხალხმა :)
goga - ს
27 იანვარი 2016 16:18
0
გოგა სიმართლეს ეტყვი გარტყმაშI არხარ რას ლაპრაკობ! რის "არმენოფობია" და რის ანტისომხური პროპაგანდა! საერთOდ რას ლაპრაკობ?!! ნებისმიერი ქართველივისაც საართველო უყვარს უნდა იძახოდეს,რომ მაგათ საზღვრებზზე დიდი წინააღმდეგობა უნდა შევუქმნათ
qartveli
31 იანვარი 2016 21:32
0
"niko"-ს. "ვოლგა" და "სკა ენერგია" რუსეთის კლუბებია. რუსეთთან კი დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, როგორც ოკუპანტთან. რაც შეეხება სომხეთს, ის ჩვენი პარტნიორია და ჩვეულებრივი დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. შესაბამისად, არ უნდა დაარღვიოს შეთანხმებების პუნქტები. მორცა და გათავდა. ყველაფერი მარტივია.
ლევანი
28 იანვარი 2016 13:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული