ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს

AutoSharing Option
დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციისა და "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, საფეხბურთო სკოლა "ივერიას" პრეზიდენტი ზურაბ პეტრიაშვილი "ლელოსთან" პრობლემებსა და მიმდინარე მოვლენებზე ლაპარაკობს.

სისტემა შესაცვლელია
- მიმაჩნია, რომ ჩემპიონატის არსებული მოდელი "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს. ეს რომ მხოლოდ საბჭოური მოდელი არ არის, ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფასა და უეფას თავკაცთა განცხადებებიც კმარა. ისინიც მსგავს სისტემას ემხრობოდნენ. მაგრამ საბოლოოდ, "ბობოლებმა" გააჩუმეს...

საქართველოში სეზონის დიდი ნაწილი ისეთ ცივ პერიოდებში ტარდება, როცა ჩვენს არაკომფორტულ სტადიონებზე სიარული არავის სიამოვნებს: ნოემბერში, დეკემბერსა და თებერვალში სიცივეა. სამაგიეროდ, საერთოდ ამოგდებულია
ივნის-ივლისი, ანუ, როცა საუკეთესო ამინდებია.

ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და სტადიონზე ხშირად მეც ვერ დავდივარ, რადგან ადამიანი არაკომფორტულ გარემოს ერიდება...

იმის გამო, რომ ივნის-ივლისს ვერ ვიყენებთ, გუნდები ევროთასებს მოუმზადებლები ხვდებიან, ტონუსში არ არიან და შესაძლოა, ესეც გახდა მიზეზი, ევროთასებზე რამდენიმე თანაბარი დაპირისპირება რომ წავაგეთ. ჩვენი გუნდები ფორმაში რომ ყოფილიყვნენ, უმრავლესობა შემდგომ ეტაპზე გასვლას მოახერხებდა...

ამას გარდა, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი კლუბების უმრავლესობა ბიუჯეტის დოტაციაზეა, რომელსაც წლის ბოლოს ამტკიცებენ, გუნდებს კი ფული წლის დასაწყისში ერიცხებათ - რა თანხასაც მიიღებენ, სეზონიც ამის მიხედვით უნდა დაგეგმონ...

ამას ემატება უხარისხო მოედნები. ბევრი გუნდი ხელოვნურ საფარზე თამაშობს, ბუნებრივზე კი თებერვალში დაწყებული სეზონი ცუდ გავლენას ახდენს.

მე საბჭოურ სისტემას კი არ მივტირი, ვამბობ, რომ სისტემა დავალაგოთ. ორგანიზმიც ასეა მოწყობილი - გაზაფხულზე რაღაცას იწყებ, შემოდგომზე კი ამთავრებ. ახლა კი ამ ბუნებრიობის არევასთან გვაქვს საქმე და ამაზე დაფიქრება გვჭირდება...

ბავშვების პრობლემები
- ბავშვების ტურნირების კალენდარიც დიდების სეზონზეა მიბმული, მაგრამ კიდევ უფრო მახინჯი ფორმით: თამაშები ოქტომბრიდან იწყება, მეორე წრე კი - თებერვლის ბოლოს და დაკარგულია ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბრის ნაწილიც კი. ანუ ბავშვები მაქსიმუმ 8 თვე ვარჯიშობენ, თამაშები სულ 6 თვეს გრძელდება და გამოდის, წელიწადის მესამედი უფეხბურთოდ ცდება. თანაც რა პერიოდზეა ლაპარაკი - ზაფხულზე, როცა ბურთის გორება ყველაზე სასიამოვნოა...

გარდა ამისა, სხვა პრობლემაცაა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა განყოფილების უფროსმა, ირაკლი ოყროშიძემ მომაწოდა შემაშფოთებელი ინფორმაცია: ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში ფეხბურთის მოთამაშე ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს - შარშან 7500 ვარჯიშობდა, წლეულს კი 6600-დე შემცირდა. ეს სრული კატასტროფაა!

ცნობისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთში 3,5 მილიონი ფეხბურთელია, გერმანიაში - 2,5 მილიონი, დანიაში, სადაც დაახლოებით ჩვენი ოდენობის მოსახლეობაა - 500 ათასი, ნორვეგიაში - 400 ათასი...

ფეხბურთი იყო და არის ყველაზე პოპულარული სახეობა. მაგრამ ბავშვები ძალიან ცუდ პირობებსა და კლიმატურად არასასურველ დროს ვარჯიშობენ. ამის გამო მშობლები შვილებს არ უშვებენ და აქედან გამომდინარე, არც მასობრიობაა. ამაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა სტადიონების კატასტროფულმა შემცირებამ - ეზოებში მოედნები აღარ დარჩა, 25 საფეხბურთო სტადიონი და სკოლა და არაერთი მინი-მოედანი განადგურდა და ბავშვები სად ითამაშებენ?! ამ პირობებში ფეხბურთი რომელ ქვეყანაში განვითარდება?!.

ითქვა, ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონი დაიხარჯებაო. მე ამ ხელისუფლების მომხრე ვარ და ამიტომაც მსურს ვთხოვო - ეს საკმარისი თანხა არ არის. ფეხბურთს გაცილებით მეტი სჭირდება და იქნებ, ამ საქმეს მივხედოთ?..
შავი პიარი

- ამ ყველაფერს ფეხბურთის საწინააღმდეგო პროპაგანდა ემატება, რაც მოთამაშეთა რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. თითქოს, მოგზავნილები იყვნენ, ფეხბურთელებზე ისეთები იწერება ფორუმებზე, გული აუცრუვდებათ. ისინი მხოლოდ ქილიკის და დაცინვის ობიექტები არიან. არადა, ამ სახეობას დღესაც მაინც ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვას, რომელსაც შპრიცით ინიექციას უშხაპუნებენ, ოღონდ ფეხბურთი გვერდით ჩააჩოჩონ...

ფეხბურთი თუ მოკვდა, მაშინ მანახონ სხვა სახეობის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონს ისევე ღირსეულად ეთამაშება, როგორც ლაიპციგში გერმანიას ეთამაშა ცხადაძის გუნდი?! კახამ გუნდს წაგებულის ფსიქოლოგია მოუხსნა, გუნდში ატმოსფერო შეცვალა და სილაღე მოიტანა. ის უკვე აშკარად დაღვინებული მწვრთნელია. რაც მთავარია, გუნდს იმ ფეხბურთს ათამაშებდა, რაც ჩვენს ბუნებაშია - ქართველს თამაში მაშინ გამოსდის, როცა ბურთითაა. როდესაც კარში 11 კაცი ჩადგება, ეს ჩვენი თამაში არ არის...

მოკლედ, კარგი თაობებიც მოდის და სიმართლე გითხრათ, შესარჩევი ციკლის დასაწყისს ბოლო წლებში პირველად ველოდებოდი იმედიანად. ჩვენ ერთი დიდი მოგება გვინდა და გუნდი დაიქოქება...

ასეთი მწვრთნელის მოხსნამ გული მატკინა. კობიაშვილი და ცხადაძე მეგობრები არიან. დაპირისპირებისას ორივე მხარეს ემოციებმა სძლია, ისიც მესმის, რომ ფედერაციას ვალები აქვს. მაგრამ იქნებ, საკუთარ თავში მაინც გამონახონ ერთმანეთთან დალაპარაკების უნარი და შეთანხმდნენ...

სად არიან არველაძეები?
- ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე არველაძის მხარდამჭერი ვიყავი, რადგან კობიაშვილის ხედვებს არ ვიცნობდი. მაგრამ გამიკვირდა, ქართული ფეხბურთის 25 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე მისი ინიციატორების ნაწილი რომ არ მოგვიწვიეს. ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის სათავეებთან ხომ მეც ვიდექი, გოჩა ტყებუჩავაც, მერაბ თევზაძეც და გია გილიგაშვილიც?

არჩევნების მეორე დღეს, ქობულეთში "შუქურამ" "საბურთალოს" უმასპინძლა. მაშინ კახა ჭუმბურიძემ, რომელიც შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, კარგი სიტყვა თქვა - გაუგებრობები და კონფლიქტები თუ მოხდა, ეს უნდა დავივიწყოთ და საფეხბურთო სამყარო გაერთიანდესო.

სფფ-ის ახალმა მმართველებმა ეს გზა უნდა აირჩიონ და არა - დაპირისპირების. ძმები არველაძეები უნიჭიერესი ხალხია. სადაც წავიდა, შოთა ყველგან ბომბარდირი გახდა. აჩიკოს ტრავმა რომ არ მიეღო, არანაკლები თავდამსხმელი გვეყოლებოდა... რეზო კი უნიჭიერესი ადამიანია...

მეჩვენება, რომ არჩევნების შემდეგ ეს ხალისიანი და ნიჭიერი ძმები განზე გასწიეს.

ქართულ ფეხბურთში ინტელექტის ნაკლებობაა, რაც არველაძეებში უხვად არის. მათ ბევრი სასიკეთო საქმეც გაუკეთებიათ და მიმაჩნია, რომ ძმების გამოყენება აუცილებელია. მით უფრო იმ დროს, როცა დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების შემდეგ უეფაში ძალიან სერიოზული ლობისტი დაგვაკლდა.

ჩვენ ისეთი მდიდრები არ ვართ, არველაძეებისნაირი ხალხი რომ დავკარგოთ. დაპირისპირება საქმეს არ წაადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ამ ხელისუფლებამ კიარა ახალკაცმა უნცროსმა დომენტიმ და ნაცებმა დიდ ნეხვში ამოაყოფიეს თავი ქართულ ფეხბურთს და როარა ივანიშვილი რაგბიც ეგეთ დღეში იქნებოდა რა კობიაშვილი რის უფსკრული ფეხბურთი აგერ უკვე 10წელზე მეტი ხანია მოკლენ საქართველოში და ეს ცოდვა შეტენო რასაც ქვია დღევანდელ ხელისუფლებას (რომელსაც თავის გაჭირვებაც ეყოფა) არ მიმაჩნია სამართლიანად და საერთოდ არ შეესაბამება რეალობას..ეგარი ს ი მ ა რ თ ლ ე.
qutaiseli
31 იანვარი 2016 16:51
1
ბატონო ზურაბ, ამ ხელისუფლების მომხრე თუ ბრძანდებით, უნდა იცოდეთ, რომ ამ ხელსუფლებამ ხალხი მკაფიოდ გაყო 2 კატეგორიად - თავისიანები და სხვისიანები, ამ უკანასკნელებში კი ბევრს მტრად მოიაზრებენ. ცხადაძე, რაღაც მიზეზების გამო, თავისიანებში არ მოიაზრეს. ამიტომ, ნუ გიკვირთ ის, რაც მოხდა. უფრო მეტსაც ვიტყვი - თქვენ ან ვერ ხედავთ, ან უბრალოდ არ გინდათ იმის დანახვა, რომ დღევანდელი ხელისუფლება კობიაშვილის ხელით ქართუ, ფეხბურთს უფსკრულისკენ მიაქანებს (კიდევ უფრო ღრმა უფსკრულისკენ!).
გიო
31 იანვარი 2016 11:55
0
შოთა არველაძე მიმაჩნია ნაკრების მწვრთნელის უპირველეს კანდიდატურად, მაგრამ ვფიქრობ არ დათანხმდება.
არჩილ ხოფერია
31 იანვარი 2016 11:54
0
ძალიან დიდი სისულელეა რასაც ამბობთ. თქვენი ჩამოთვლილი ფეხბურთელების დროს ფეხბურთი იყო სამოყვარულო დონეზე და მარტო ნიჭი კმაროდა, დღევანდელ ფეხბურთს ადარებთ იმას? მაგალითად მესხი როგორც ამბობენ 80-85 წუთი უაზროდ დაყიალებდა სტადიონზე, ფაქტიურად იდგა და სულ 1-2 აფეთქების წყალობით ახერხებდა ყოფილიყო ვარსკვლავი
roma-s
31 იანვარი 2016 10:19
0
ფეხბურთში ყოფნას ვერავის აუკრძალავენ, მაგრამ რეზი არველაძე სფფ–ს და ფულს არ უნდა გააკარო.
+_)
31 იანვარი 2016 06:28
1
ბავშვებს ატამასშებენ ხელოვნურ საფარზე ბეტონსე, მწვრთნელს მშობლები ასწავლიან ტრიბუნიდან და კარნახობენ როგორ ავარჯიშოს, ჩაწყობა და რაც მთავარია მოძველებული მეთოდები, გააგზავნეთ გრძელვადიან სტაჟირებაზე მწვრთნელები ისე რა შედეგი ექნება ვინმეს?
1
31 იანვარი 2016 01:14
0
ქეცბაიას ნაკრებმაც ითამაშა კარგათ მაშინდელ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთთან,მაგრა რა??? გიბრალტართან ხო მეც მოვიგებდი. ა ხო კიდევ,შოტლანდიას ტოპმიოლერმაც მოუგო17 წლის ბიჭებით სხვათა შორის.. ბ-ნო ზურა,ვერ დაგეთანხმებით
jemali
30 იანვარი 2016 22:47
1
ყველაპერი კარგია, მაგრამ არველადზეებზე რა გითრატ აბა ბატონო გურამ
xorxe
30 იანვარი 2016 21:27
0
არველაძეებს ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული ქართული და არამარტო ქართული ფეხბურთისათვის და მათი დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება.მათ ვურჩევ(ბოდიშის მოხდით) ჩასაფრებულის პოზიცია არ დაიკავონ და მათი დროც მოვა საქართველოსთვის თავდადებისა და უანგარო სამსახურისთვის,რაშიც მთელი საფეხბურთო სამყარო,მომხრეც და მოწინააღმდეგეც ერთნაირად დარწმუნებულია(ხაზს ვუსვამ-ერთნაირად)
vaxvax
30 იანვარი 2016 21:06
0
ხო აბააა, არველაძეები როგორ შეიძლება დაკარგო, ეს ...... და მათი მხარდამჭერები ვერ მოშორდნენ ამ ფეხბურთს, რაც ჭამეს არ ეყოთ .......
zura
30 იანვარი 2016 20:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული