თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ბატე დაამარცხა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი გამართა.

დინამოელთა მეტოქე ბორისოვის ბატე იყო. შეხვედრა ქართველების გაამრჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი თავური დარტყმით ლაშა პარუნაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე გოლი ზაზა ჭელიძის მიერ ფრალნგიდან აქტიურობას მოჰყვა - ბატე-ს მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა 44-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენეს.

მომდევნო მატჩს "დინამო" 7 თებერვალს ნოვი სადის "ვოივოდინასთან" (სერბეთი) გამართავს.

დინამო (თბ)-ბატე 2:0 (1:0)
გოლი: ლაშა პარუნაშვილი (46), 2:0 ავტ.გ. (49)
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგრე გააგრძელეთ
lasha
20:50 04-02-2016
0
გილოცავთ ბიჭებო სერიოზულ
მეტოქესთან გამარჯვებას!
ფერნანდო
21:20 04-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული