ს.კ. "ზუგდიდის" განცხადება კოსოვოს გუნდთან მატჩის შესახებ

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფი ს.კ. "ზუგდიდი" ეხმაურება, იმ ინფორმაციას, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა.


ს.კ. "ზუგდიდი" ადასტურებს, რომ თურქეთში შეკრებაზე, ამხანაგური მატჩი გამართა, კოსოვოს საფეხბურთო კლუბ "ფერონიკელთან", აქედან გამომდინარე ავრცელებს განცხადებას:

"ამ შეხვედრის დაგეგმვის ორგანიზატორებმა და უპირველეს ყოვლისა ჩვენ, არ მივაქციეთ ყურადღება პოლიტიკურ მხარეს, კერძოდ იმას, რომ კოსოვოს რესპუბლიკა, არ არის საქართველოს მიერ აღიარებული ქვეყანა და ჩვენ, მხოლოდ სპორტული პრინციპით ვიმოქმედეთ. მართალია, კოსოვოს რესპუბლიკა აღიარებული ჰყავს,
საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიცაა, ა.შ.შ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები - სულ ასზე მეტ სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ვაღიარებთ, რომ ს.კ. "ზუგდიდი"-ს მხრიდან მოხდა პოლიტიკური საკითხისადმი ყურადღების მოდუნება, რის გამოც ვიხდით ბოდიშს".

მომზადებულია fczugdidi.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამათი "განცხადება" კიდევ უფრო სამარცხვინოა
0
ს.გ. ზუგდიდი დაისაჯოს და ქვედა ლიგაში გაიგზავნოს!
ზვიადი
14:01 07-02-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული