თვალსაზრისი: ისტორიული შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ

AutoSharing Option
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცებულია. 2016-20 წლებში ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამას მას შემდეგ ველით, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა და ცხადია, ამ ამბავს რიგით მოვლენად ვერაფრით შევრაცხავთ.

მეტიც - გვგონია, რომ ეს არის დიდზე დიდი გამარჯვება, რომელსაც განვრცობა სჭირდება და ვერც იმ სკეპტიკოსებს დავეთანხმებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მათი არგუმენტი ასეთია - ქართულ ფეხბურთში დაახლოებით ამდენი თანხა აქამდეც იხარჯებოდა, შედეგი კი არ ჩანდაო.

მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს, მაგრამ თუ ეს პროგრამა გამჭვირვალე იქნება და ყოველი
თეთრი მიზანმიმართულად დაიხარჯება, წესით, ქართული ფეხბურთი გვარიანი პროგრესის გზას უნდა დაადგეს.

კი, თანხა აქამდეც იხარჯებოდა, მაგრამ ეს კეთდებოდა ყოველგვარი გათვლის, წინასწარი გაანგარიშების გარეშე. 6-თვიანი გუნდების შექმნით გამგებლები თუ გუბერნატორები მხოლოდ იმას ახერხებდნენ, რომ რაიონში გარკვეული რაოდენობის ხალხს ასაქმებდნენ. ფეხბურთი კი ვერ ვითარდებოდა.

ერთ-ერთი უმთავრესი, რაც ამ პროგრამამ უნდა გააკეთოს, ის არის, რომ საქართველოში "ექვსთვიანი გუნდების" ეპოქა უნდა დასრულდეს. როცა 5 წლის განმავლობაში შენ იცი, რა თანხა გექნება, გუნდს გემოვნებიანად ააწყობ და ხანგრძლივ გეგმებსაც დასახავ.

მეორეც: ბოლოს და ბოლოს, ქართულ ფეხბურთში უნდა დასრულდეს გუბერნატორებისა და გამგებლების ხანაც. მათ თავიანთი საქმეც თავზე საყრელად აქვთ, ფეხბურთის მენეჯმენტი კი, უმჯობესია, პროფესიონალებმა აკეთონ. საქართველოში ფეხბურთი ჯერაც რჩება სახალხო სპორტად და კონკრეტული გამგებლის "ხოშზე" სულაც არ უნდა იყოს დამოკიდებული, ეყოლება თუ არა გუნდი ამა თუ იმ ქალაქს. საბიუჯეტო კლუბები ათასგვარ უწესობას რომ წარმოშობს, არახალია.

ქართულ ფეხბურთს ახლა თუ რამე გადაარჩენს, კერძო სექტორის გააქტიურებაა. სწორედ ეს უნდა იყოს ჩადებული ამ პროგრამაში. მისი პრეზენტაცია ჯერ არ ყოფილა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ფეხბურთის ფედერაციას უკვე მოფიქრებული აქვს ამ თანხის კონტროლის მექანიზმი.

ზუსტად ვიცი, რომ ბევრი, ამ თანხის სურნელით გაბრუებული, უკვე ხელებს იფშვნეტს. თუ კონტროლის მკაცრი მექანიზმი არ იქნა შემუშავებული, მაშინ ეს პროგრამა მხოლოდ ფურცელზე დარჩება და ფული ისევე უსისტემოდ დაიხარჯება, როგორც აქამდე იხარჯებოდა.

საერთოდ, ნებისმიერი პროგრამა თუ ზოგადად წამოწყება განწირულია წარუმატებლობისთვის, თუ ხალხმა სწორად არ გაიგო მისი მნიშვნელობა და საქმე სწორად არ ვაკეთეთ. ისევ და ისევ, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ ფულს.

საერთოდ, ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ნებისმიერ რამეს ძალიან ხშირად საკუთარი გამორჩენის კუთხით ვუყურებთ, "ამხელა თანხაა და ცოტა რომ მეც შევირგო, რა მოხდება?!" - საკითხისადმი ასეთი მიდგომა დამღუპველი იქნება.

ჯერ ერთი, ყველამ რომ ასე იაზროვნოს, იმ თანხიდან არც აღარაფერი დარჩება, და მეორეც - ნებისმიერი ზღვა კოვზით დაილევა. ეს პროგრამა ქართულ საკლუბო ფეხბურთში მოღვაწე თითოეული ადამიანის წინაშე დიდ გამოწვევას აყენებს.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ პატიოსნების ტესტი. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ თუ დიდი საქმის დაგვირგვინება გვსურს, პირადულზე მაღლა ყოველთვის საზოგადოებრივი ინტერესი უნდა დავაყენოთ. კონტროლი კი აუცილებელია, რადგან ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით სიტუაცია არ შეიცვლება, რადგან ძალიან ბევრი ჩვენი ფუნქციონერი მიჩვეულია უშრომელი შემოსავლის მიღებას, რადგან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან დილეტანტური და უაზრო სტატიაა...
ფაქტიურად არაფერს ამბობს ავტორი, ან თუ რამეს ვითომ კონკრეტულს ამბობს მაგარ სისულელეებს...
იმიტომ დავწერე ეს კომენტარი რომ სხვა დროსაც წამიკითხავს ამ ავტორის შედარებით აზრიანი სტატიები და ეხლა რა ნიძლავი ჰქონდა წაგებული ძალად დაწერაზე?
Walkabout
12:53 15-02-2016
0
Salamuri mxolod lerwmisgan itleba .. ...
Shildeli
17:33 13-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული