შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით ანგარიშით 5:2 დასრულდა. დუბლით ნიკოლოზ გელაშვილი გამოირჩა. თითო გოლი იაშვილმა, ქვილითაიამ და ჭანტურიშვილმა გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ "დინამო" თურქულ შეკრებაზე ჯერჯერობით ზედიზედ ყველა სპარინგ-მატჩი მოიგო. "სლოვანამდე" დინამოელებმა ხორვატილი "სპლიტი" (1:0), ბელორუსის ბატე (2:0) და სერბული "ვოივოდინა" (2:1) დაამარცხეს.
გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ "დინამოში" ახალი მთავარი მწვრთნელის იურაი იარაბეკის მოსვლის შემდეგ გუნდმა ყველა მატჩი მოიგო.
მომდევნო მატჩი თბილისის "დინამო" ლვოვის "კარპატთან" 13 თებერვალს გამართავს. შეგახსენებთ, რომ "კარპატის" რიღსებას ქართველი ფეხბურთელი
თურქეთი. ბელეკი. 17:00
დინამო (თბ)-სლოვანი 5:2
გოლი: 1:0 იაშვილი (პენ. 30), 2:0 ქვილითაია (43), 3:0 ჭანტურიშვილი (48), 4:0, 5:1 გელაშვილი (71, 78), 4:1 ვიტეკი (პენ. 78), 5:2 სიმოვიჩი (79)
"დინამომ" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო:
ბეგაშვილი, გურული, ფერეირა, ამისულაშვილი, ჭელიძე, ცინცაძე, ალვარო, იაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, ქვილითაია.
ვულოცავ ბ-ნ იურაი იარაბეკს, "დინამოს" და ქართველ გულშემატკივრებს!!!!