ქართული პარადოქსები: უარი მილანის "ინტერის" ყოფილ მცველს

AutoSharing Option
ახლახან "ლელოში" გამოქვეყნებული წერილით გაცნობეთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და პრემიერლიგის ლიდერ "ლესტერის" 29 წლის ფორვარდ ჯეიმი ვარდის საქართველოში თამაში სურდა, მაგრამ მასზე უარი თქვეს.

ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც ბოლო. ვარდის დონის მოთამაშეაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთი კვირის წინ ქართულ კლუბებს საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელს სთავაზობდნენ: ივან ფატიჩი 27 წლის და 188 სმ სიმაღლის ჩერნოგორიელი ცენტრალური მცველია და თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

საინტერესოა, რომ 18 წლის ფატიჩმა პროფესიონალური კარიერა მილანის "ინტერში" დაიწყო, მერე ირიცხებოდა "ვიჩენცაში", "სალერნიტანაში", 2009-10
წლებში "ჯენოაში". შემდგომ თამაშობდა "ჩეზენაში", "კიევოში", "ემპოლიში", "ვერონასა" და "ლეჩეში". გარკვეული დროით ბალკანეთში დაბრუნდა და "ვოევოდინასა" და "რუდარის" ფორმა მოირგო.

შარშან იტალიაში დაბრუნება შესთავაზეს, მაგრამ დაშავდა და ფორმის აღსადგენად, დროებით, მალაიზიის "სარავაიკში" გადავდა.

ახლახან იყო შანსი, ფატიჩი საქართველოში ჩამოსულიყო. მზად იყო, ფორმაში შესასვლელად მაისამდე დარჩენილიყო და მიზერულ ხელფასს ითხოვდა - მაქსიმუმ 3 ათას დოლარს. მაგრამ მის გასინჯვასაც კი ერთი კლუბიც არ დათანხმდა. მიზეზი სხვადასხვა გახლდათ, ზოგიერთი დაკომპლექტებული იყო, ზოგს კი ბიუჯეტი არ აძლევდა ამის საშუალებას.

ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელს უხუმრია, ახლა ფული არ გვაქვს და 500 ლარად მესიც რომ ჩამოგვიყვანონ, იმასაც ვერ ავიყვანთო.

საბოლოოდ, როგორც შევიტყვეთ, ფატიჩი იტალიის სერია B-ს კლუბს შეუთანხმდა და კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ჩვენ კი, ეტყობა, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა სისულელეებს წერთ,
beqa
15 თებერვალი 2016 00:46
0
როგორც ჩანს საერთოდ ფეხბურთი ცოტა უცნაურად გვესმის. ეს ყველაფერი არის ურთიერთშეთანხმების საგანი, ანუ ზოგიერთი ფეხბურთელი ფორმის შესანარჩუნებლად თუ აღსადგენად მსგავს ხერხს მიმართავს. ამ შანსს ეძებენ სხვადასხვა კლუბები, მათ შორის საკმაოდ კარგი კლუბები, ევროპისთვის არც ისე "ჭ" კლასის როგორიც ჩვენი კლუბებია (ევროპისთვის ასეა). თქვენ რა გგონიათ სერია ბ-ში მილიონიანი კონტრაქტი გაჩარხა? დამიჯერეთ იქაც მიზერზე იქნება საუბარი, ევროპისთვის მიზერზე (შეიძლება იქ ეს მიზერი 5-7 ათასი დოლარი იყოს, შეიძლება 10-იც, მაგრამ არა ასტრონომიული თანხა, მეტი არ იქნება).
მაისამდე არის 4-5 თვე, ანუ ნახევარი სეზონი, რა, პირველად გაიგეთ მსგავსი ტრანსფერი? რა, ნახევარი სეზონით ფეხბურთელი არ აუყვანიათ? დავიჯერო მისი გამოყენება თუნდაც ვინმე ძირითადის ფეხბურთელის დასასვენებლად მაინც არ შეიძლებოდა? ეს უბრალოდ კუდაბზიკობაა, მეტი არაფერი. არ ვიცით შანსების გამოყენება, ვართ ამპარტავნები და ქედმაღალნი. ეს მიდგომა გვღუპავს ზოგადად. მუდამ ასე ვიყავით, ჩვენ და მხოლოდ ჩვენ, სხვა არავინ
გულშემატკივარი
14 თებერვალი 2016 18:38
0
ჰო ვთქვი, ვარდის გარდა სხვაც ბევრი აღმოჩნდება აქ კინაღამ გადმოსულიო
giga
14 თებერვალი 2016 18:04
0
რუსეთიდან რომ ბრუნდებიან ხოლმე გორის დილაში ქართველი ფეხბურთელები,რამდენი ხნით ბრუნდებიან?
zura
14 თებერვალი 2016 17:44
0
ჩამოყვანა კიარა ის საქართველოში არცკი უნდა შემოახედო,რადგან მისი მოთხოვნა იყო საქართველოს დაცინვა,ბიჭმა ფორმა უნდა აღიდგინოს და თან 3000 დოლარიც მოუნდა...
ოხ ამათი
14 თებერვალი 2016 15:14
0
რადგან უცხოელია, 9 წლის წინ ინტერში ირიცხებოდა და თვეში "სულ რაღაც" 3000 დოლარს ითხოვდა? ისიც მაისამდე დარჩენის პერსპექტივით? რა ვიცი, რა ვიცი...
თემო
14 თებერვალი 2016 14:27
0
ვერავიტარ ვაზრს ვერ ვხედავ ფეხბურტელის 3-4ტვიტ ჩამოკვანაში
ალეკსანდრე
14 თებერვალი 2016 14:17
0
ბატონო მერაბ,რა სარგებლობა უნდა მოეტანა ამ ფეხბურთელს ქართული კლუბისთვის თუ ის მხოლოდ მაისამდე განიხილავდა აქ ჩამოსვლას თან ფორმაც აგსადგენი ქონია.
daviti
14 თებერვალი 2016 12:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული