ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში "ლესტერმა" "ვულვერჰემპტონს" გასვლაზე 4:0 სძლია, ეს მატჩი კი "მელიების" ვეტერან ფორვარდ ჯეიმი ვარდისთვის სარეკორდო აღმოჩნდა, რომელმაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 30 წლის ზევით ასაკში (ვარდი ამჟამად 35 წლისაა) პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.

აქამდე საუკეთესო შედეგი იან რაითს ჰქონდა დაფიქსირებული, რომელმაც მეტოქეთა კარი 93-ედ აიღო, როდესაც 30 წლის ზედა ნიშნული ჰქონდა დაფიქსირებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ეს რა რეკორდია ? მეასე გოლს ასაკში შესული ფეხბურტელები იტანენ აბა 22-23 წლისა ხო არ გაიტანს ? (თუ ჰალანდივით არანორმალურო მონსტრი და რობოტი არაა DD)
zura222
23:56 24-10-2022
2

სიახლეები პოპულარული