ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც ბოლო. ვარდის დონის მოთამაშეაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთი კვირის წინ ქართულ კლუბებს საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელს სთავაზობდნენ: ივან ფატიჩი 27 წლის და 188 სმ სიმაღლის ჩერნოგორიელი ცენტრალური მცველია და თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.
საინტერესოა, რომ 18 წლის ფატიჩმა პროფესიონალური კარიერა მილანის "ინტერში" დაიწყო, მერე ირიცხებოდა "ვიჩენცაში", "სალერნიტანაში", 2009-10
შარშან იტალიაში დაბრუნება შესთავაზეს, მაგრამ დაშავდა და ფორმის აღსადგენად, დროებით, მალაიზიის "სარავაიკში" გადავდა.
ახლახან იყო შანსი, ფატიჩი საქართველოში ჩამოსულიყო. მზად იყო, ფორმაში შესასვლელად მაისამდე დარჩენილიყო და მიზერულ ხელფასს ითხოვდა - მაქსიმუმ 3 ათას დოლარს. მაგრამ მის გასინჯვასაც კი ერთი კლუბიც არ დათანხმდა. მიზეზი სხვადასხვა გახლდათ, ზოგიერთი დაკომპლექტებული იყო, ზოგს კი ბიუჯეტი არ აძლევდა ამის საშუალებას.
ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელს უხუმრია, ახლა ფული არ გვაქვს და 500 ლარად მესიც რომ ჩამოგვიყვანონ, იმასაც ვერ ავიყვანთო.
საბოლოოდ, როგორც შევიტყვეთ, ფატიჩი იტალიის სერია B-ს კლუბს შეუთანხმდა და კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ჩვენ კი, ეტყობა, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"