არჩილ კონცელიძე: ამ პროექტის ფარგლებში ბიზნესი მნიშვნელოვნად გააქტიურდება

AutoSharing Option
ვფიქრობ, ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი გეგმის პროექტის ფარგლებში ბიზნესი მნიშვნელოვნად გააქტიურდება, - ამის შესახებ "ვი-თი-ბი ბანკის" ეროვნულმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ ფეხბურთის განვითარების პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ კონცელიძის განცხადებით, პროექტის მიხედვით, ფეხბურთის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა არის გათვალისწინებული, რაც კერძო სექტორის დაინტერესებას გამოიწვევს.

"აქ არის მნიშვნელოვანი ორი ძირითადი ფაქტორი. ეს არის ძალიან პრაგმატული პროექტი და მეორე არის ის, რომ ბიუჯეტი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ფეხბურთი არის ხარჯიანი სპორტი. მას დიდი დაფინანსება სჭირდება და მნიშვნელოვნად აწევს ფეხბურთის დონეს. მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ
ამ პროექტის ფარგლებში ბიზნესი მნიშვნელოვნად გააქტიურდება", - განაცხადა არჩილ კონცელიძემ.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული