მურთაზ ხურცილავა საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო 11-ეულში

AutoSharing Option
sports.ru-მ დენის რომანცოვის ბლოგი განათავსა, რომელშიც ავტორი შეეცადა, საბჭოთა კავშირის ყველა დროის 11 საუკეთესო ფეხბურთელი დაესახელებინა.

სასიხარულოა, რომ სიაში ერთი ქართველი მოხვდა - მურთაზ ხურცილავა.

"პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახდა. ნაკრები ევრო 1968-ის ნახევარფინალში უნგრელების დამარცხების შემდეგ გავიდა (3:0 და 0:2). ერთ-ერთი გოლი მოგებულ მატჩში ხურცილავას შეტევაში ჩართვას მოჰყვა.

დაცვაში თამაშის მიუხედავად, ხურცილავამ 22 გოლი გაიტანა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

იოჟეფ საბო იხსენებდა: "ხურცილავა უნიკალური მცველი იყო, პერსონალურად იდეალურად იყვანდა მეტოქეს. ინგლისში მან ბრწყინვალედ
ითამაშა სანდრო მაცოლას წინააღმდეგ. ხანდახან მწვრთნელი უხსნიდა მურთაზს, რა უნდა ექნა, ის კი პასუხობდა - არ გინდა, ჭირიმე, შენ მარტო ნომერი მითხარი".

1972 წელს ხურცილავა ნაკრებთან ერთად, ფინალში გავიდა, სადაც გფრ-სთან 0:3 დამარცხდა. ხურცილავა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ფრანც ბეკენბაუერთან, პაულ ბრაიტნერთან, რევაზ ძოძუაშვილთან და სხვებთან ერთად.

იმავე წელს ხურცილავამ ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა მიუნხენში, მან მე-3 ადგილისთვის მატჩში გოლიც კი გაიტანა", - ვკითხულობთ ბლოგზე.

ავტორი ყოველ პოზიციაზე ალტერნატიულ კანდიდატურას ასახელებს, ხურცილავას ალტერნატივა ალექსანდრე ჩივაძეა.

აქვე გთავაზობთ საუკეთესო თერთმეტეულს:

ლევ იაშინი - ალბერტ შესტერნოვი, მურთაზ ხურცილავა, ანატოლი დემიანენკო - ვალერი ვორონინი, იგორ ნეტო, ფედორ ჩერენკოვი, იგორ ჩისლენკო - ედუარდ სტრელცოვი, ოლეგ ბლოხინი, ვსევოლოდ ბობროვი.
მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი
ასევე დაგაინტერესებთ