რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

AutoSharing Option
რევაზ ძოძუაშვილი ფოთის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა თანამდეობიდან 48 საათში გაათავისუფლეს.

რა მოხდა კლუბში, ამის გასარკვევად Sportall.ge თავად ძოძუაშვილს დაუკავშირდა.

"ფოთში ჩავედით დასაზვერად. ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი.

გულშემატკივართა ჯგუფმა გამოთქვა აზრი, რომ მწვრთნელი უნდა იყოს იქაური, მაგრამ ეს თემა კიდევ განიხილება.

გუნდის პრეზიდენტი უცხოეთშია წასული, ორშაბათს ჩამოვა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დავილაპარაკებთ.

აზრი არ აქვს იმას მწვრთნელი ვინ იქნება, მთავარია, "კოლხეთი" უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდეს და არა დასარჩენად.

წესიერი, კარგი სპონსორები ჰყავს გუნდს და მათ
დიდი მიზნები აქვთ და ვნახოთ რა იქნება", - აღნიშნა ძოძუაშვილმა.

altრევაზ ძოძუაშვილი "კოლხეთის" მწვრთნელად დანიშვნიდან 48 საათში მოხსნეს

მკითხველის კომენტარები / 12 /
Es ucignuri provookatori megrelebis separatizms xedavs da aqet somxebi micebs ro gvartmeven arc icis albat.bodishi mouxade saqartvelos ertgul megrelebs.
Bajo
13:28 29-07-2018
0
ამ კაცზე კარგი არც შედეგი და არცხარისხით გუნდი არ ყოლია არცერთ სხვა მწვრთნელს, ნაკრებს ვგულისხმობ. რატომგაც არსად არ გააჩერეს. ან მართლა მექრთამეა ( ბოდიშს ვუხდი, არ ვაბრალებ)+ მგონია ეგ მიზეზი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთი მაგ ნეხვში იხრჩობა, ან ... არ ვიცი
gagi
00:14 29-07-2018
9

სიახლეები პოპულარული